განათლება
სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო
საქართველოს საჯარო სკოლებში დღეიდან ახალი სასწავლო წელი დაიწყო.
ქალაქ ახალციხის სკოლებში, სწავლის დაწყება, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, რესურსცენტრისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს.

პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები, სწავლას ისევ მესამე და მეექვსე საჯარო სკოლაში განაახლებენ. სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე, თითქმის ორწლიანი პაუზის შემდეგ, მოსწავლეები პირველი სკოლის შენობაში დაბრუნდებიან.

ახალციხის მუნიციპალიტეტის 38 საჯარო და ერთ კერძო სკოლაში სულ, 6 000 მოსწავლე ირიცხება. აქედან 610 პირველკლასელია, რომლებმაც სახელმძღვანელოებთან ერთად, პორტაბელური კომპიუტერები მიიღეს.




| Print |