განათლება
“მოსწავლეები პირველ სკოლაში ოქტომბრის ბოლოს შევლენ” – მშენებელი კომპანია
ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში, მშენებელმა კომპანიამ მოსამზადებელი სამუშაოები დაასრულა.

ორი კვირის მანძილზე, დროებითი შენობა–ნაგებობები და ინვენტარი მოამზადეს.

“ჯორჯიან ენერჯინინგის” წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ დერეფნებისა და საკლასო ოთახების სარემონტო სამუშაოებს პარასკევიდან დაიწყებენ.

მშენებელ კომპანიას, შიდა და გარე სამღებრო სამუშაოებისთვის 30 დღიანი ვადა აქვს. ბორის გვასალიას თქმით, სკოლაში სასწავლო პროცესი, ოქტომბრის ბოლოს განახლდება.

კომპანია პირველი სკოლის სამუშაოებში, 50–მდე მუშის ჩართვას აპირებს. წარმომადგენლების თქმით, საჭიროების შემთხვევაში, მათი რიცხვი 60–მდე გაიზრდება.


| Print |