განათლება
რატი ამაღლობელი ახალციხეში სტუდენტებს შეხვდა
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს რატი ამაღლობელი ესტუმრა


სტუდენტებთან შეხვედრისას ქართველმა პოეტმა თემაზე – „ქართველი მწერლები ევროპული ღირებულებებისათვის“ ლექცია წაიკითხა.

საქართველო, როგორც ევროპის ნაწილი, დასავლეთის ტრადიციები და კულტურული მრავალფეროვნება, ევროპასთან ინტეგრაცია – ეს იყო საკითხები, რომელზეც რატი ამაღლობელმა ისაუბრა.

ქართველი პოეტი სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს პირველად ესტუმრა, ის იმედოვნებს რომ, მესხ სტუდენტებთან შეხვედრის შანსი მომავალშიც მიეცემა.

ღონისძიება კითხვა პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა, შეხვედრის ბოლოს რატი ამაღლობელმა დამსწრეებს საკუთარი ლექსები წაუკითხა.

 

 

 


| Print |