განათლება
ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო კონკურსი გამოცხადდა
უკრაინული ორგანიზაცია, მსოფლიოს ოთხ ქვეყანაში, (საქართველო, უკრაინა, ბელორუსია, მოლდოვა) აცხადებს აღმოსავლეთ ევროპელ ბავშვთა შემოქმედების საერთაშორისო კონკურსს „პასუხისმგებლობა სამყაროზე.“

თუ გაქვთ ესეების, მოთხრობის, ჩანახატისა და ლექსის წერის ნიჭი, ხატავთ ან კარგ ფოტოებს (ვიდეორგოლებს) იღებთ, მაშინ ეს საერთაშორისო კონკურსი თქვენთვისაა.

კონკურსის მიზანია, მოსწავლე ახალგაზრდობის ყურადღების მიპყრობა სამყაროს მთლიანობის, გარემოს დაცვის აუცილებლობისა და მისი დაზიანების საფრთხეებზე. კონკურსის მონაწილეებმა ნაშრომში უნდა ასახონ თავიანთი თვალით დანახული სამყარო და ხაზი გაუსვან ადამიანის როლს მასში. უნდა აჩვენონ თავისი დამოკიდებულება სხვადასხვა პროცესების, მაგალითად კლიმატის ცვლილების, ტემპერატულული რეჟიმების ცვალებადობის, ეკოსისტემებში ადამიანის ჩარევის, ქალაქების ზრდის ტენდენციის, ჰაერისა და წყლის ხარისხის გაუარესების მიმართ. აჩვენონ რა გავლენა აქვს გარემოსადმი მომხმარებლურ დამოკიდებულებას სოფლის მეურნეობაზე, ადამიანის ჯანმრთელობაზე, რატომ არის მნიშვნელოვანი საკუთარი გარემოს დასუფთავება და ა.შ.

კონკურსის სამუშაო ენაა ინგლისური და რუსული. თუმცა შესაძლებელია დაწეროთ ქართულად და თან დაურთოთ თარგმანი.

კონკურსზე წარმოდგენილ თითოეულ ნამუშევარს თან უნდა ახლდეს აღწერა (არაუმეტეს 1 200 სიმბოლომდე) ავტორის ძირითადი იდეის თაობაზე. დამატებით, აუცილებელია შემდეგი ინფორმაციის მითითება: ნამუშევრის სახელწოდება (სათაური), ავტორის გვარი, სახელი, ასაკი. მონაწილის და მშობლის/მეურვის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, მონაწილის ელექტრონული ფოსტის მისამართი. ასევე პედაგოგის გვარი, სახელი, იმ სასწავლო დაწესებულების სრული დასახელება და მისამართი, რომელსაც წარმოადგენს მონაწილე.

ყველა საკონკურსო მასალა იგზავნება ელექტრონული სახით მისამართზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

კონკურსი იყოფა 3 ეტაპად.

1 ეტაპი: შემოქმედებითი - მოსწავლეები და ახალგაზრდები ამზადებენ ნამუშევრებს და აგზავნიან ელექტრონულ მისამართზე – This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 25 ოქტომბერი.

II ეტაპი: ადგილობრივი ჟიური აფასებს ნამუშევრებს. 12 საუკეთესო ნამუშევარს (ასაკობრივი ჯგუფებისა და ნომინაციების რაოდენობის შესაბამისად) უგზავნის ფორუმის ჟიურის კონკურსის გასაგრძელებლად და განსახილველად. (2017 წლის 25-30 ოქტომბერი)

III ეტაპი:საერთაშორისო ჟიური აფასებს ნამუშევრებს და აქვეყნებს შედეგებს ფორუმის ვებ-გვერდზე http://ircef.org. (2017 წლის ნოემბრის პირველ ნახევარში)

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით საკონტაქტო პირს ჯაბა ნათენაძეს.     ტელ: 593 15 24 34 This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
| Print |