განათლება
„ილია დღეს“
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ომარ გოგიაშვილის ხუთტომეულის პრეზენტაცია გაიმართა.


„ილია დღეს“ – ასე ჰქვია წიგნების კრებულს, რომელიც უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში შეკრებილ აუდიტორიას ავტორმა წარუდგინა.

ხუთტომეულში წარმოდგენილია ილია ჭავჭავაძის როლი თანამედროვე საზოგადოებაში. ავტორმა წიგნზე მუშაობას 30 წელი მოანდომა.

შეხვედრაზე ხუთტომეულის შესახებ მოხსენებები პროფესორებმა და სტუდენტებმა წაიკითხეს.

მოხსენებებში ძირითადად იმ ამონარიდების მიმოხილვა იყო, მიმოხილული რომელიც ომარ გოგიაშვილის წიგნიდან.

წიგნის პრეზენტაცია მეცნიერებისა და ინოვაციის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში მოეწყო.ომარ გოგიაშვილის წიგნის ხუთტომეული ბიბლიოთეკას გადაეცა, რომლის გამოყენების უფლებაც სტუდენტებს თვისუფლად მიეცემათ.

| Print |