განათლება
იმიტირებული არჩევნები მოსწავლეების მონაწილეობით
სამცხე–ჯავახეთის ოთხ საჯარო სკოლაში, იმიტირებული არჩევნები ჩატარდა. მეექვსედან მეთორმეტე კლასის მოსწავლეებმა, ოთხი პოლიტიკური პარტიის პროგრამიდან, ხმა სასურველს მისცეს.

ამომრჩევლისთვის დღეს უცნობი იყო, რომელი პროგრამა რომელ პარტიას ეკუთვნოდა. ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლაში, არჩევნები ყველა წესის დაცვით ჩატარდა.

კომისიის წევრების ფუნქცია მოსწავლეებმა შეასრულეს. კენჭისყრაში მონაწილეობა პირველი და მეექვსე სკოლის 200–ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო.

პროექტის U18 მიზანი ახალგაზრდებში სარჩევნო კულტურის სწავლაა.

პროექტი საქართველოში მეორე წელია ხორციელდება, თუმცა სამცხე–ჯავახეთი პირველად შეუერთდა.

იმიტირებული არჩევნები დღეს სხვილისში, რუსთავში, ახალციხის პირველ და მეექვსე საჯარო სკოლაში ჩატარდა.

| Print |