განათლება
პირველი სკოლის რემონტის დასრულების თარიღმა გადაიწია
ახალციხის პირველი საჯარო სკოლის რეაბილიტაცია, დათქმულ ვადებში ვერ დასრულდა.

მშენებელ კომპანიას შენობის რემონტი ოქტომბერში უნდა დაესრულებინა, სასწავლო პროცესი კი თვის ბოლოს უნდა განახლებულიყო.

"ჯორჯიან ინჯინერინგის" წარმომადგენელი ამბობს, რომ რემონტის დროს ხარვეზები აღმოაჩინეს. მათ აღმოსაფხვრელად, ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა, კიდევ სამი კვირა მისცა.

ამ დროისთვის 50–მდე მუშა იატაკისა და ვენტილაციის სისტემის მოწყობის, შიდა და გარე სამღებრო სამუშაოებს ასრულებს.

კომპანიამ მესამე სართულის რემონტი უკვე დაასრულა. ამ ეტაპზე საკლასო ოთახებსა და ფანჯრებს წმენდენ.

ბორის გვასალია ვარაუდობს, რომ ნოემბრის შუა რიცხვებიდან, სკოლაში ინვენტარის შეტანა დაიწყება.

| Print |