განათლება
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სემინარი აბიტურიენტებისთვის
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი–საქართველოს წარმომადგენლებმა, აბიტურიენტებისა და მათი მშობლებისთვის, ახალციხეში სემინარი გამართეს.

შეხვედრის მიზანი მომავალი სტუდენტებისთვის უნივერსიტეტის დარგების გაცნობა და მათი კურსდამთავრებულებისთვის დასაქმების შანსების შესახებ ინფორმაციის მიწოდება იყო.

უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლებმა, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დისკუსია და პრაქტიკული სავარჯიშოები მეცნიერების, ინჟინერიის, ფიზიკისა და მათემატიკის შესახებ გამართეს.

ამერიკული უნივერსიტეტი საინჟინრო–ტექნოლოგიურ დარგებში საბაკალავრო პროგრამებს, საქართველოში მსურველებს 2015 წლიდან სთავაზობს. ამჟამად სან დიეგოს უნივერსიტეტში, სამცხე–ჯავახეთის სკოლების 13 კურსდამთავრებული სწავლობს.

| Print |