განათლება
დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესია უნივერსიტეტში
დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესია გაიმართა, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსის საკონფერენციო დარბაზში, რომელიც პროფესორ თედო უთუგრაიძის დაბადებიდან 90–ე წლისთავს ეძღვნებოდა.

შეხვედრა ენათმეცნიერების ინსტიტუტის წარმომადგენლებმა ჩაატარეს, რომელსაც სტუდენტები და პროფესორ–მასწავლებლები ესწრებოდნენ.

საქართველოში ენათმეცნიერების სესია ოცდამეჩვიდეტედ ჩატარდა. წელს შეხვედრის ადგილად ახალციხე აირჩიეს, ადგილის შერჩევის მიზეზზე პროფესორი მერაბ ბერიძე საუბრობს. ასევე იხსენებს იმასაც, რომ ენათმეცნიერების ინსტიტუტი მსგავსი ღონისძიებით სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტს მესამედ ესტუმრა.

ღონისძიება ორი სესიისგან შედგებოდა. პირველ სესიას პროფესორი გიორგი გოგოლაშვილი ხოლო მეორეს მერაბ ბერიძე წარუძღვნენ, შეხვედრაში ჩერთვნენ სტუდენტებიც, რომლებმაც აუდიტორიას საკუთარი მოხსენებები წარუდგინეს.

შეხვედრაზე დამსწრე აუდიტორიას საჩუქრად წიგნები გადაეცა. მონაწილეების თქმით, მსგავსი შეხვედრები აუცილებელია, რადგან ახალგაზრდებს ისეთ დეტალებზე მოუწიათ ყურადღების გამახვილება, რომელიც მათი მომავალი პრაქტიკული საქმიანობისთვის მნიშვნელოვანია.

| Print |