შეხვედრის მთავარი მიზანი მომხმარებლების გაცნობა კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებებზე, კომპანიების ვალდებულებებზე, საჩივრის განხილვის წესებსა და ვადებზე სტუდენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება იყო.
ღონისძიება მომხმარებელთა საზოგადოებრივი დამცველისა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ხელშეწყობით გაიმართა.
შეხვედრები საქართველოს მასშტაბით მთელი წლის განმავლობაში ჩატარდება.
შეხვედრა უკვე გაიმართა თბილისის და ბათუმის უნივერსიტეტებში.
ლექცია სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველად ჩატარდა.