განათლება
არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის შემცირების მიზნით პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა

„არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია“ - ამ სახელწოდებით 18 ნოემბერს, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებითა და სამცხე–ჯავახეთის სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ინიციატივით შეხვედრა გაიმართა.



ღონისძიებას სამცხე–ჯავახეთის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენელი, დავით ზარიძე უძღვებოდა.


ტრენინგს სამცხე–ჯვახეთის რეგიონის საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგები ესწრებოდნენ.


ღონისძიების მთავარი მიზანი არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის შემცირების პროფილაქტიკაა ახალგაზრდებში დანაშაულის თავიდან ასაცილებლად.

შეხვედრაზე პედაგოგებთან შემდეგი თემები განიხილეს: არასრულწლოვანთა დანაშაულება და განრიდება, სამართლებრივი პასუხისმგებლობა, წვრილმანი ხულიგნობა და ადმინისტრაციული დარღვევა, ოჯახში ძალადობა და ა.შ.

შეხვედრები სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

 


 

 


| Print |