განათლება
პირველი სკოლა ორწლიანი ლოდინის შემდეგ საზეიმოდ გაიხსნა
ორწლიანი ლოდინის შემდეგ, ახალციხის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობილურ სკოლას დაუბრუნდნენ. საგაკვეთილო პროცესი

შენობის საზეიმო გახსნის პარალელურად აღდგა. რეაბილიტირებული შენობა აშშ–ის ელჩმა, განათლების მინისტრმა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ხელმძღვანელმა გახსნეს.

სტუმრებმა შენობა დაათვალიერეს და მოსწავლეებს გაესაუბრნენ. სპორტულ დარბაზში შეკრებილ პირებს, სტუმრებმა სიტყვით მიმართეს.

ახალციხის პირველ სკოლაში ამჟამად 940 მოსწავლე სწავლობს. 100–ზე მეტმა მოზარდმა, გაჭიანურებული რემონტის გამო, სკოლა დატოვა.

აშშ–ის ფინანსური მხარდაჭერით, ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა რეაბილიტაცია სამცხე–ჯავახეთის ექვს სკოლაში ჩაატარდა. აქედან სამის რემონტი, დროში გაჭიანურდა.

ახალციხის პირველი სკოლის შენობის რემონტი 2 წელი და ორი თვე გაგრძელდა.

დელეგაციამ პირველი სკოლიდან, ვალის პირველ სკოლაში გადაინაცვლა. მისი რეაბილიტაციაც, ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა დააფინანსა.

,ჩემთვის დიდი პატივია დღევანდელ ცერემონიალში მონაწილეობის მიღება. პროექტი ეხება საქართველოს მომავალს. აშშ–ის მთავრობის დახმარებით, საქართველოში 30 სკოლა გარემონტდა, გეგმაშია 65–ის რეაბილიტაცია და აღჭურვა. მე ვფიქრობ, რომ ეს არის საუკეთესო ინვესტიცია, რადგან ეს განათლებას ეხება. ჩვენი მხარდაჭერა რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება. ეს ეხება როგორც დაწყებით კლასებს, ისე საუნივერსიტეტო განათლებას. უმნიშვნელოვანესია საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების გაძლიერება. ჩვენი ძირითადი მიზანია, რომ მოვამზადოთ ახალგაზრდები, რომლებიც მზად იქნებიან 21–ე საუკუნის ინფორმაციაზე დაფუძნებული ეკონომიკისთვის. ჩვენი პრიორიტეტია პროფესიული განათლებაც" – აღნიშნა ელჩმა იან კელიმ.







| Print |