განათლება
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ წარჩინებული მოსწავლეები დააჯილდოვა
ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლის მეათეკლასელები ადგილობრივმა ხელისუფლებამ დააჯილდოვა.

ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გამართულ ღონისძიებაზე, წარჩინებულ მოსწავლეებს წიგნები გადაეცათ.

უფროსკლასელებს წარმატება ახალციხის მერმა და საპატიო მოქალაქე ვასილ კვინცხაძემ მიულოცა.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 54 წარჩინებული მოსწავლე გამოავლინა.

| Print |