განათლება
კუმურდოში კერძო პირმა სკოლა ააშენა
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოში, ადგილობრივი სპონსორის დახმარებით, სკოლა აშენდა.


სომხურენოვანი სკოლის შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია და ის 450 მოსწავლეზეა გათვლილი.

სკოლა საზეიმო ვითარებაში განათლების მინისტრმა და რეგიონის პირველმა პირებმა გახსნეს.

სკოლა აღჭურვილია ახალი ინვენტარით და თანამედროვე ტექნიკით. ასევე სტანდარტული ზომის სტადიონით, სარბენი ბილიკით, საცურაო აუზით, ფრენბურთისა და კალათბურთის მოედნებით.

ინფორმაციასა და ფოტომასალას, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
| Print |