განათლება
მერაბ ბერიძემ რექტორის კონკურსიდან კანდიდატურა მოიხსნა
მერაბ ბერიძე სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსს გამოეთიშა.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება – მერაბ ბერიძე მიზეზს არ ასახელებს.

"კანდიდატურა არავის სასარგებლოდ არ მომიხსნია. მივეცი საშუალება, რომ სხვები გავიდნენ"
– განუცხადა ბერიძემ "მე–9 არხს."

სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობისთვის, ამჟამად 5 კანდიდატი იბრძვის: მაკა ბერიძე, გიორგი მესხი, ცისკარა ზარანდია, თინა გელაშვილი და რევაზ ზედგინიძე.

სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები 31 იანვარს გაიმართება. საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელს, 8 წევრისგან შემდგარი აკადემიური საბჭო, 4 წლის ვადით აირჩევს. მანამდე კი, რექტორობის კანდიდატებს, საბჭოს წინაშე სამოქმედო პროგრამის წარდგენა მოუწევთ.

შეგახსენებთ, რომ სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები, 2017 წლის 3 ივლისს ჩატარდა. 4 გაბათილებული ბიულეტენის გამო, პროცესი ჩაიშალა.

11 ოქტომბერს აკადემიურმა საბჭომ რექტორის მოვალეობის შემსრულებლად მერაბ ბერიძე აირჩია.
| Print |