განათლება
სამოქმედო გეგმები – რის გაკეთებას აპირებენ რექტორობის კანდიდატები
ხარისხიანი განათლება, სტუდენტი და მისი საჭიროებები, სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა, განათლებაზე ხელმისაწვდომობა – ამ საკითხებმა სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის ოთხივე კანდიდატის სამოქმედო გეგმაში გაიჟღერა.

კონკურსანტებს საგანმანათლებლო დაწესებულების სუსტ და ძლიერ მხარეებსა და გამოწვევებზე მოუწიათ საუბარი.

მაკა ბერიძე, ცისკარა ზარანდია, გიორგი მესხი და რევაზ ზედგინიძე, აკადემიური საბჭოს წევრების მხარდაჭერის მოპოვებას, სამოქმედო გეგმით შეეცადნენ.

| Print |