განათლება
უნივერსიტეტის რექტორი მაკა ბერიძე გახდა
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად მაკა ბერიძე აკადემიური საბჭოს რვა წევრიდან 5 მათგანმა აირჩია. 3 ხმა კი მისმა კონკურენტმა
ცისკარა ზარანდიამ მიიღო. არჩევნების დაწყებამდე კომისიისთვის ცნობილი გახდა, რომ დარეგისტრირებული კანდიდატიდან მხოლოდ ორი მათგანი მიიღებდა მონაწილეობას.

მერაბ ბერიძემ და თინა გელაშვილმა კანდიდატურები რამდენიმე დღით ადრე, ხოლო რევაზ ზედგინიძემ და გიორგი მესხმა რამდენიმე საათით ადრე მოიხსნეს.

არჩევნების მიმდინარეობას ესწრებოდა მედია. აკადემიური საბჭოს წევრებისა და საარჩევნო კომისიის შეფასებით არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.



| Print |