განათლება
მათემატიკურ კონკურსში ვალელმა მოსწავლემ გაიმარჯვა
მათემატიკურ კონკურსში „პრანგლიმინე“ ქალაქ ვალის N2 საჯარო სკოლის მოსწავლემ გაიმარჯვა.
მეთორმეტეკლასელი ნინო გიორგაძე მე–7–მე–12 კლასებში, გოგონებს შორის, რესპუბლიკური კონკურსის გამარჯვებული გახდა.

"სკოლის მოსწავლეებს შორის სამი ასაკობრივი კატეგორიაა. 1–3 კლასი, 4–6 კლასი, 7–12 კლასი, ცალ–ცალკე გოგონები და ბიჭები. სამი ეტაპი ონლაინ ვმონაწილეობდით. „პრანგლიმინე 2018“–ის ფინალი ქუთაისში გაიმართა. გამარჯვებულები უკრაინაში, საერთაშორისო ფინალისთვის მივემგზავრებით", – ამბობს ნინო გიორგაძე.

ასაკობრივ კატეგორიებში საუკეთესო შედეგის მქონე მონაწილეები, 28 აპრილს, „პრანგლიმინე 2018“–ის გამარჯვებულის ტიტულის მოსაპოვებლად, უკრაინაში გაემგზავრებიან. მასში ექვსი ქვეყნის გამარჯვებულები მიიღებენ მონაწილეობას(ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, სლოვაკეთი, უკრაინა და საქართველო).

მათემატიკური კონკურსი ესტონეთის მიერ, 16 წელია ტარდება. ყოველწლიურ, საერთაშორისო შეჯიბრებაში ესტონეთს, ლატვიას, ლიტვას, სლოვენიას, უკრაინასა და საქართველოს წარმომადგენლები მონაწილეობენ. კონკურსს საქართველო მეორე წელია შეუერთდა. ორივე წელს გამარჯვება ნინო გიორგაძემ მოიპოვა.

| Print |