განათლება
ქეთევან შალუტაშვილი ახალციხის ,,ეტალონი" გახდა
ახალციხის №1 საჯარო სკოლაში, ინტელექტ-შეჯიბრი „ეტალონი 2018“ გაიმართა.

ინტელექტუალურ-შემეცნებით პროექტში „ეტალონის“ ტიტულის მოსაპოვებლად ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 86 მოსწავლე ეჯიბრებოდა.

თამაში საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა. ახალციხის „ეტალონი“ მოსწავლე კი ქეთევან შალუტაშვილი გახდა. იგი ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

საპრიზო ადგილზე გასულ მოსწავლეებს ახალციხის მუნიციპალიტეტისგან სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

ეტალონის მთავარი მიზანი ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა და მათი მოტივირებაა.

ღონისძიებას გულშემატკივრებთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ინტელექტ-შეჯიბრი „ეტალონი 2018“ ახალციხის მუნიციპალიტეტის ფინანსური მხარდაჭერითა და ორგანიზებით გაიმართა.



წყარო: ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო
| Print |