განათლება
პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება
2018-2019 სასწავლო წლისთვის, პირველკლასელთა რეგისტრაცია 10 აპრილს დაიწყება.

რეგისტრაცია სამ ეტაპად განხორციელდება.

I ეტაპი – რეგისტრაცია დაიწყება 2018 წლის 10 აპრილს და 2018 წლის 27 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. პირველ ეტაპზე რეგისტრაცია განხორციელდება სკოლაში, სადაც  რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები: რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში; რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია; რომლის ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

I ეტაპზე დარეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება სკოლაში 2018 წლის  30 აპრილიდან 208 წლის 7 მაისის ჩათვლით.

II ეტაპი – საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია – რეგისტრაცია იწარმოებს 2018 წლის 8 მაისის 2018 წლის 8 ივნისის ჩათვლით.

ამ ეტაპზე შესაძლებელი იქნება იმ ბავშვების რეგისტრაცია, ვინც სკოლაში შესვლის ასაკს  აკმაყოფილებს. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე  WWW.EMIS.GE. რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები, რომლებიც ვერ დარეგისტრირდებიან I ეტაპზე.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში II ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2018 წლის 11 ივნისიდან 2018 წლის 30 ივნისის ჩათვლით. 

III ეტაპი – ხდება II ეტაპის დასრულების შემდგომ გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილებზე მოსწავლეთა რეგისტრაცია, მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.

მესამე ეტაპზე დარეგისტრირების მსურველები დოკუმენტაციას წარადგენენ უშუალოდ სკოლაში მისვლის დროს. საბუთების წარდგენა იწარმოებს 2018 წლის 2 ივლისიდან 2018 წლის 16 ივლისის ჩათვლით.

შეგახსენებთ, რომ 2018-2019 სასწავლო წელს პირველ კლასში შესვლას 16 და 17 სექტემბერს დაბადებული ბავშვებიც შეძლებენ, რადგან ახალი სასწავლო წელი 17 სექტემბერს იწყება.

ინფორმაციის წყარო: EDU.ARIS.GE
| Print |