განათლება
მე მიყვარს ქართული - ჩემი სახელმწიფო ენა - კონკურსი სტუდენტებისთვის
„მე მიყვარს ქართული - ჩემი სახელმწიფო ენა“ – ქართული ენის კვირეულის ფარგლებში, პროექტი საქართველოს 10 უნივერსიტეტში ერთდროულად განხორციელდა.

კონკურსში სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხისა და ახალქალაქის კორპუსების სტუდენტებიც ჩაერთვნენ. ქართულ ენაში მომზადების პროგრამის - 1+4–ის 45 სტუდენტმა ქართულ ენაში დავით ტურაშვილის ,,კურკა “ კარნახით დაწერა. ტექსტის უშეცდომოდ დასაწერად სტუდენტებს 1 საათი ჰქონდათ.

პროექტის ფარგლებში სტუდენტებმა ახალციხის ცენტრალურ პარკში აქცია ჩაატარეს. მოქალაქეებს კამპანიაში ჩართვის მიზნით, სამკერდე ნიშნები გადასცს.

სამცხე-ჯავახეთის უნვერსიტეტთან ერთად პროექტში კიდევ ცხრა უმაღლესი სასწავლებელი მონაწიელობდა.

კონკურსანტების ნამუშევრებს სპეციალური კომისია გაასწორებს. ჟიური 10 საუკეთესო ნაშრომის ავტორს შეარჩევს და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოებს. კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცემა სიგელი.

საზეიმო დაჯილდოება 16 აპრილს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზშია დაგეგმილი.

| Print |
თეგები: კონკურსი /