განათლება
23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღეა
წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურმა №1 საჯარო სკოლაში, ვიქტორინა „წიგნის დღე“ ჩაატარა.

ვიქტორინაში მონაწილეობას მუნიციპალიტეტის 14 საჯარო და კერძო სკოლა“მზექა“ იღებდა. მეათე კლასის მოსწავლეებმა პირველ ტურში გამოჩენილი მწერლების ნაწარმოებებიდან 12 შეკითხვას უპასუხეს. მეორე ტურში ათი საჯარო სკოლის გუნდი გადავიდა. მათ ასევე 12 შეკითხვას უპასუხეს, რამაც გადაწყვიტა ფინალისტთა ბედი.

მესამე ტურში კლდის, ტყემლანისა და ჭვინთის საჯარო სკოლების გუნდები გადავიდნენ. კაპიტნებმა ბლიც შეკითხვებს უპასუხეს, რის შედეგადაც ადგილები ასე გადანაწილდა:

I ადგილი - კლდის საჯარო სკოლა
II ადგილი- ტყემლანის საჯარო სკოლა
III ადგილი - ჭვინთის საჯარო სკოლა

გამარჯვებული გუნდის წევრები ახალციხის მუნიციპალიტეტმა წიგნებით, ხოლო სკოლები სიგელებით დაასაჩუქრა.

წყარო: ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია
| Print |