განათლება
რუდოლფ მიხალკა: ,,განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ რეგიონებში არსებობს ისეთივე ევროპული სულისკვეთება, როგორიც დედაქალაქში"
ევროკავშირის კვირეულის ფარგლებში, ევროპის დღის, რომელიც 5 მაისს აღინიშნება და ევროკავშირის

დღის, რომელიც 9 მაისს აღინიშნება სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს სლოვაკეთის ელჩი საქართველოში, რუდოლფ მიხალკა და პარლამენტის დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი ეწვივნენ.

რუდოლფ მიხალკამ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „სლოვაკეთის ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებული გამოცდილება და საქართველოს ევრო-ატლანტიკური გზა“, ხოლო ბექა ნაცვლიშვილის სასაუბრო თემა ევროპის დღის წესრიგი და ქვეყნის ევროპული მომავალი იყო.

ევროპის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის წევრები სხვადასხვა მუნიციპალიტეტებსა და უნივერსიტეტებში დიპლომატებთან ერთად შეხვედრებს მართავენ.


| Print |