აბრეშუმის გზა
ოთახის ,,საშიში" მცენარეები
რა უნდა ვიცოდეთ ოთახის მცენარეების შესახებ, როგორია მათი მოვლის წესები, შენახვის პირობები, რა გადმოცემები არსებობს ამა თუ იმ ყვავილის შესახებ? – www.tv9news.ge –მ დაიწყო ახალი რუბრიკა, რომელიც მცენარისა და ყვავილის მოყვარულებს ინფორმაციას მიაწვდის. გთავაზობთ, იმ მცენარეთა ჩამონათვალს, რომლის შენახვის შემთხვევაში სხვადასხვა მიზეზით სიფრთხილეა საჭირო:

ფიკუსი


ფიკუსის მისტიკურ თვისებებზე ლეგენდები დადის. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დადებითი თვისება აქვს, მას უკავშირდება ცრურწმენა, რომ ადამიანის რეპროდუქტიულ სისტემაზე მოქმედებს ცუდად. ამბობენ, რომ ფიკუსი თუ გაქვთ სახლში, ნაყოფიერებასთან დაკავშირებით პრობლემები გექნებათ. ასევე უარყოფითად მოქმედებს ოჯახს შიგნით ურთიერთობებზე. თუმცა ბევრი ამბობს, რომ პირიქით, ფიკუსს სახლში მხოლოდ დადებითი ენერგია შეაქვს. ალბათ, ფიკუსი თავად წყვეტს, ვის დაეხმაროს და ვის - არა.

სანსევერია

სანსევერია, იგივე სიდედრის ენა ოფისისთვის შეუცვლელია, თუმცა ძველი რწმენით, თურმე ამ მცენარეს შეუძლია სახლიდან მამაკაცის გაძევება. გასათხოვარ გოგონებს არ ურჩევენ ამ მცენარის შინ ქონას, რადგან მათ პირად ცხოვრებაზე ცუდად იმოქმედებს. რაც შეეხება გათხოვილ ქალს, მისთვის თურმე სასარგებლოც კია - ამ მცენარის მეშვეობით შეუძლია ქმარზე ზემოქმედება და მისი "მართვა". ამ მცენარის წვენი ტოქსიკურია. ამიტომ, სანსევერია ბავშვებს უნდა მოარირიდოთ. მისი წვენი ბავშვის ორგანიზმში მოხვედრის შემთხვევაში, გამოიწვევს ყელის ტკივილს, დიდი რაოდენობით ნერწყვის გამოყოფას და ღებინებას.

ალოე ვერა

ალოე ვერა დადებით ეფექტს იძლევა გარეგანი დაზიანებისას გამოყენების დროს. რასაც ვერ ვიტყვით, მის ორგანიზმში მოხვედრის შემთხვევაზე. ის კუჭ-ნაწლავის გაღიზიანებას იწვევს და განსაკუთრებით სახიფათო შინაური ცხოველებისთვის არის. ალოე არ შეიძლება მათთვის, ვისაც რომელიმე საკვებზე ალერგია აქვს. არ შეიძლება დიაბეტით დაავადებულებისთვისაც, რადგან სისხლში შაქრის რაოდენაოას ამცირებს, რაც შეეხება დანარჩენებს: ალოეს შემადგენლობაში დიდი რაოდენობით აქტიური ნივთიერება შედის, რომლებსაც სხვადასხვა ორგანიზმში განსხვავებული, არაპროგნოზირებადი რეაქციების გამოწვევა შეუძლია. ძირითად საშიშროებას კი ის წარმოადგენს, რომ დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, ალოე მოწამვლას იწვევს, რასაც თან ერთვის დიარეა (ფაღარათი), კუჭის გარსის ანთება და მუცლის ტკივილი, იშვიათ შემთხვევაში – ნეფრიტს. და ყველაზე მთავარი: ალოე არ შეიძლება ფეხმძიმობის პერიოდში, რადგან ის ნაყოფის მოცილების პროვოცირებას იწვევს.

ზამბახი

ეს მცენარე ერთნაირად სახიფათოა როგორც ბავშვებისთვის, ისე დიდებისთვის. მისი ყვავილი, ალერგიით დაავადებულ ადამიანებში, ისეთ სიმპტომებს იწვევს, როგორიც ციებისთვის არის დამახასიათებელი: ღებინება და მაღალი ტემპერატურა.

სპატიფილიუმი იგივე კალა

ამ მცენარეს «ქალის ბედნიერებასაც» ეძახიან, მაგრამ, ალბათ, ბევრმა არ იცის, თუ რა ზიანის მოტანა შეუძლია მას ორგანიზმში მოხვედრის შემთხვევაში. მინიმალური ზიანი – პირის ღრუს გასიება არის, მაქსიმალური – სიკვდილი. ამიტომ, სპატიფილიუმი მოარიდეთ პატარა ბავშვებს და შინაურ ცხოველებს, ხოლო თუ მისთვის დაზიანებული ფოთლების მოჭრას გადაწყვეტთ, რეზინის ხელთათმანები გაიკეთეთ.

ნარცისი

მცენარის ბოლქვები შეიცავს ნარცისინის ალკალოიდებს და ასევე მწარე ნივთიერებას, რომლის გამოც, მისი გემო ძალიან ჰგავს ხახვის გემოს, ხოლო ვიზუალურად, ხახვისგან არ განსხვავდება. ბოლქვების საკვებად გამოყენების შემთხვევაში (ასეთი ფაქტები დაფიქსირებულია), მინიმალური, რაც შეიძლება ადამიანს დაემართოს – გულისრევის შეგრძნება და დიარეა არის. დიდი რაოდენობით მოხმარების შემთხვევაში, ეს მცენარე, იწვევს სპაზმებს ყელში, ძლიერ ოფლიანობას, გონების დაბინდვას, კოლაფსსა და დამბლას.

კაქტუსი

კაქტუსები, ყვავილების შესახებ ცრურწმენების მიხედვით, ნეგატიურად მოქმედებს ოჯახის წევრების ურთიერთობებზე და ხელს უწყობს კონფლიქტებს. ამბობენ, რომ ოჯახის წევრებსაც "ასხამს ეკლებს".
კაქტუსი

კაქტუსები, ყვავილების შესახებ ცრურწმენების მიხედვით, ნეგატიურად მოქმედებს ოჯახის წევრების ურთიერთობებზე და ხელს უწყობს კონფლიქტებს. ამბობენ, რომ ოჯახის წევრებსაც "ასხამს ეკლებს".ამ მცენარის წვენი ტოქსიკურია. ამიტომ, სანსევერია ბავშვებს უნდა მოარირიდოთ. მისი წვენი ბავშვის ორგანიზმში მოხვედრის შემთხვევაში, გამოიწვევს ყელის ტკივილს, დიდი რაოდენობით ნერწყვის გამოყოფას და ღებინებას.
| Print |