აბრეშუმის გზა
როგორ მოვამზადოთ ქათმის რულეტი ნივრით
მარტივად მოსამზადებელი უგემრიელესი ქათმის რულეტი ნივრით

ინგრედიენტები

  1. ქათმის ფილე - 600 გ (დიდი ქათმის ავარჩიოთ)
  2. ნიორი - 6-7 კბ
  3. მარილი და პილპილი
  4. კარაქი ან ერბო შესაწვავად
    მომზადების წესები

    რულეტი შეგვიძია მოვამზადოთ როგორც ქათმის, ისე ინდაურის ფილეთი. ფილე შუაზე გადავჭრათ, ისე რომ წიგნივით გადაიშალოს. დავბეგვოთ, ორივე მხრიდან მოვაყაროთ მარილი და პილპილი.

    ნიორი გავარჩიოთ და დავკეპოთ. ინდაურის ფილეს მეტი ნიორი დასჭირდება ვიდრე ქათმისას, რადგან უფრო დიდია.

    გავანაწილოთ ნიორი ფილეს მთელ ზედაპირზე და მჭიდროდ გადავახვიოთ. დავამაგროთ ხის ჩხირებით.

    ავიღოთ ისეთი ტაფა, რომელსაც ღუმელშიც შევდებთ. გავადნოთ კარაქი ან ერბო და დავბრაწოთ რულეტი გარედან. შემდეგ გადავაფაროთ ფოლგა და 200 გრადუსზე 20-30 წუთით შევდგათ (ქათამს 20 წუთიც ეყოფა). დროდადრო ტაფაში დაგროვილი ცხიმი ვასხათ და რულეტიც გადავაბრუნოთ.

    შეგვიძლია მივირთვათ თბილიც და გაციებულიც. გაცივების შემდეგ თხლად დავჭრათ და საუზმეულის სახით მივიტანოთ სუფრასთან


    გემრიელად მიირთვით!
| Print |