აბრეშუმის გზა
შემოდგომაზე წასაკითხი 7 რჩეული წიგნი
მოვიდა შემოდგომა, აცივდა. ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე, ყველაზე მნიშვნელოვანია დროის ღრიჭოს გამონახვა და გონების ლიტერატურით კვება. შემოდგომა კი ალბათ საუკეთესო დროა ლიტერატურისთვის – ცივი ამინდი ფანჯრის მიღმა, შიგნით, თბილ ოთახში კი ხელში მომარჯვებული კარგი წიგნი, რომელიც საინტერესო მოგზაურობაში მიგათრევს.

წელიწადის ყველა დროს თავისი სპეციფიკური ლიტერატურა სჭირდება – შემოდგომის საკითხავი კი, ამ სეზონის თავისებურებიდან გამომდინარე, “სერიოზული” ლიტერატურაა, რომელიც მნიშვნელოვან ამბებზე გელაპარაკება, გაფიქრებს და ძალას გაძლევს ცხოვრებაში ჩაერთო. შესაბამისად, გთავაზობთ შემოდგომის საკითხავ რამდენიმე წიგნს, რომელიც დაგეხმარებათ თქვენს ყოველდღიურობას მრავალფეროვნება შემატოთ. 

ანდრეი პლატონოვი – ქვაბული, ჯანი, ჩევენგური

ანდრეი პლატონოვის წიგნი ავტორის სამი, უმნიშვნელოვანესი რომანისგან შედგება. მართალია, ავტორს ტრილოგია არ ჰქონია ჩაფიქრებული, მაგრამ გამომცემლობა "ინტელექტმა" ასე გადაწყვიტა.

ანდრეი პლატონოვი მეოცე საუკუნის უმნიშვნელოვანესი და ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი ავტორია, რომლის შემოქმედებაც საბჭოთა ცენზურას შეეწირა. მისი ნაწარმოებები რუსეთში 80-იან წლებამდე აკრძალული იყო, რადგან პლატონოვი თავისებური სისხარტით და მოქნილობით აღწერდა საბჭოთა კავშირის აბსურდულობას. ევროპაში მისი წიგნების გამოცემა უფრო ადრე დაიწყეს – 70-იან წლებში მაგალითად იტალიაში გამოიცა. ამ ამბავს ეპოქალური რეჟისორის, პიერ პაოლო პაზოლინის მიერ დაწერილი რეცენზია მოწმობს, რომელიც პლატონოვის “ჩევენგურს” ეძღვნება.

მისი წიგნები აკრიტიკებს ტოტალიტარულ სისტემას – რომანში “ქვაბული” მთავარი გმირი ვოშჩევი სამსახურს ტოვებს, მას გამგებელი უბრაზდება, რადგან მუშაობის დროს შრომას წყვეტს და ფიქრს იწყებს, რათა საკუთარი არსებობის არსი იპოვოს. შემდეგ ის “საერთოპროლეტარული სახლის” მშენებლობაში ერთვება, რომლის მიზანიცაა მომავლის უტოპიური სისტემის ნაწილი გახდეს. საქმისგან არაფერი გამოდის, და ყველაფერი ქვაბულის მშენებლობით მთავრდება.

პლატონოვის პერსონაჟები გაურბიან გარემოს, პოლიტიკურ დღის წესრიგს, რათა საკუთარ თავში ჩაიძირონ და არსი იპოვონ, არსი საკუთარი არსებობისა, და რაღაც მხრივ დონ კიხოტს ბაძავენ.

იოსიფ ბროდსკი მას მეოცე საუკუნის უმნიშვნელოვანეს ავტორად თვლიდა და დიდი მწერლების – დოსტოევსკის, ჯოისის და კაფკას გვერდით აყენებდა. მართლაც, პლატონოვი გვიან აღმოჩენილი ავტორია, რომელსაც, ჩემი აზრით, ბოლომდე ჯერაც არ გაუშლია ფრთები და ლიტერატურულ სივრცეში საკუთარი მყარი ადგილი არ დაუკავებია. სწორედ ამიტომ, შემოდგომის რეკომენდაციას სტალინის საძულველი ავტორით, ანდრეი პლატონოვით ვიწყებთ. “ნიჭიერია, მაგრამ გარეწარი”, – უთქვამს პლატონოვის წაკითხვისას საბჭოთა ბელადს, სწორედ მისმა ნიჭიერებამ იხსნა მისი სიცოცხლე.

მარსელ პრუსტი – სოდომი და გომორი

​არის წიგნები, რომლებსაც არ სჭირდება განსაკუთრებული განწყობა, ყველგან და ყოველთვის იკითხება – შეგიძლია ნებისმიერ დროს გადაშალო და დაიწყო კითხვა, ჩაერთო სხვა სამყაროში, შემდეგ გადადო გვერდზე და ნებისმიერ დროს დაუბრუნდე, იკითხო ასე ნელა, ინტერესით. სწორედ ასეთი წიგნების რიგს მიეკუთვნება დიდი მოდერნისტი მწერლის, მარსელ პრუსტის უკვდავი რომანი “სოდომი და გომორი”.

პრუსტი ბავშვობიდან სხვადასხვა დაავადებით იტანჯებოდა. არსებობს ცნობები, რომ ის კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა, სახლიდან არასდროს გადიოდა. მიუხედავად ამისა, ბრწყინვალედ ფლობდა თავისი დროის ყველა მნიშვნელოვან მოვლენაზე ინფორმაციას, მეტიც, მისთვის გარკვეულწილად აზარტიც კი იყო ეწერა გარე სამყაროზე, ანუ იმაზე, რასაც ვერ ხედავდა, რასთანაც შეხება არ ჰქონდა.

ის მოგზაურია – ერთი ემოციიდან მეორეში გადადის, შეუძლია დაყნოსოს ჩაი, და სუნმა ბავშვობაში წაიყვანოს, შემდეგ ჩახლართოს ამბები და ეძიოს სხვადასხვა სამყარო. პრუსტმა გარკვეულწილად შეცვალა კიდეც კაცობრიობა. ამ რომანში კი ავტორი მაღალი საზოგადოების ზნეობრივი დაცემის თემას იკვლევს, რომლის ცენტრშიც ბარონი დე შარლიუ გვევლინება. პრუსტი სწავლობს ადამიანის ვნებებსა და მისწრაფებებს, მისი დიდი მწერლობა სწორედ მის დიდ კრიტიკოსობაზე გადის.

კნუტ ჰამსუნი – შიმშილი

შიმშილზე ბევრი წიგნი ვიცით, ასე თუ ისე ვიცნობთ ამ თემას (თუნდაც შალამოვის “კოლიმური მოთხრობები” რად ღირს), კითხულობ და შიმშილს, როგორც მეცნიერების დარგს ისე ითვისებ. თანაც ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც თვე არ გავა, სახელმწიფოსგან უკმაყოფილო რომელიმე ჯგუფმა შიმშილობა არ გამოაცხადოს. გარდა ამისა, ქვეყანაში უამრავი ადამიანი შიმშილისგან კვდება, ბოლო დროს მედიასივრცეში რამდენიმე ინფორმაციაც კი გაჩნდა შიმშილისგან დაუძლურებული ადამიანების თვითმკვლელობის ფაქტზე. ამდენად ეს საშინელი მოვლენა ჩვენთვის ნაცნობია.

კნუტ ჰამსუნის ”შიმშილი” სხვა სიმაღლეა, კითხულობ წიგნს და მთელი არსებით მასში ხარ, პროტაგონისტის მდგომარეობა მთლიანად შენზე გადმოდის და მთელი კითხვის განმავლობაში შიმშილის გრძნობა გეუფლება. ეს დაუჯერებელი ლიტერატურული ოინია.

წიგნის მთავარი გმირი ინტელექტუალური რესურსით შოულობს ფულს, ის სტატიებს წერს ჟურნალისთვის, თუმცა არის მომენტი, როცა არ აქვს განწყობა, არც იმდენი ანაზღაურება, რომ კუჭი დაიკმაყოფილოს.

ზოგჯერ ნაფოტს ლოღნის, ქვას წუწნის და თითიდან წამოსული სისხლით იკვებება. გასაყიდიც არაფერი აქვს დარჩენილი. გზაზე მიერეკება, მათხოვარი ხდება, როგორც კი რამე პატარა კაპიტალი მოუგროვდება, სხვისკენ იშვერს – “შენ ზედმეტად ღარიბი ხარ იმისათვის, რომ საკუთარ სინდისს ელოლიავო”, – ამბობს ის, და მაინც საკუთარი სიტყვების წინააღმდეგ მოქმედებს.

ეს არის დიდი წიგნი, უდიდეს ადამიანურ მდგომარეობაზე, და რა თქმა უნდა, შიმშილზე. მშიერ ადამიანზე საშიში კი, ჟანრის კანონის თანახმად, არავინ და არაფერია. შემოდგომის ცივ ამინდებში რეკომენდებულია – თბილად მოკალათება და საზიზღარ უმწეობაში გადაშვება, ანუ კნუტ ჰამსუნის “შიმშილი”.

ჟოზე სარამაგუ – იესოს სახარება

სარამაგუ უდიდესი მწერალია. შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე დიდი პოსტმოდერნისტი ავტორი, ვინც კი ჰყოლია ლიტერატურას. წერა გვიან, 51 წლისამ დაიწყო, ეს ამბავი კი ლიტერატურაში კარგად მოქმედებს, აგერ უმბერტო ეკოც გვყავს მაგალითად, რომელმაც უამრავი გამოცდილება მიიღო და მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო წერა.

იგივე ამბავია პორტუგალიელ ნობელიანტ სარამაგუსთანაც, რომელმაც ყველაფერი შეისწავლა, რაც სჭირდება ლიტერატურას – ლიტერატურათმცოდნეობის სიღრმეში ჩავიდა, ყველა ოინი აითვისა, კარგად შეისწავლა ბიბლია და სახარება, და სწორედ ამ თემებზე დაიწყო წერა. მისი “იესოს სახარება” კი ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაწარმოებია, რაც სახარების ინტერპრეტაციით დაწერილა.

ლიტერატურის გამოცდილი მკვლევრები ასე ამბობენ: ყველაფერი, რაც სახარების შემდეგ დაიწერა, სახარების გაგრძელებაა – არ ვიცი, რამდენად შეეფერება ეს სიტყვები ლიტერატურას, თუმცა შესანიშნავად ესადაგება ჩვენს მთავარ გმირს – ჟოზე სარამაგუს, რომელმაც “იესოს სახარებაში” ახალი რეალობა გამოიგონა – წიგნი, ერთი მხრივ, რეალურ, სახარებისეულ სცენებს იმეორებს, მეორე მხრივ კი, ძირითადად, საკუთარ გამოგონილ სამყაროს ქმნის, სადაც ბიბლიური პერსონაჟები, უბრალოდ პერსონაჟები არიან და არავითარი საერთო არ აქვთ თავის საწყის მდგომარეობასთან.

აქედან გამომდინარე, წიგნის წაკითხვა შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც, თუ სახარებას არ იცნობთ, და თუ იცნობთ ამ დიდ წიგნს, ეს ორმაგი იარაღია თქვენთვის, რადგან სარამაგუსთან აღმოჩენილი დეტალები გაგახარებთ.

ერთი სიტყვით, ჟოზეს ზოგჯერ ლამის ერთ გვერდზე გაწერილი წინადადებები დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ, და ამ ავტორს სამუდამოდ შეგაყვარებთ. ის ენობრივი მონსტრია, და ჩემი აზრით, სახარების ერთ-ერთი “ქვეთავის” ავტორის, იოანეს შემდეგ, მასზე დიდი ენობრივი უტოპია არავის შეუქმნია. იკითხეთ, ისიამოვნეთ და რაც მთავარია შეიმეცნეთ.

ზაირა არსენიშვილი – ვა, სოფელო…


გენდერული ნიშნით ავტორების დალაგება მძაგს, თუმცა პოლიტიკური დღის წესრიგი ლიტერატურაზეც გადმოდის და ეს სრულიად ჩვეულებრივი ამბავია, მცირე გამონაკლისების გარდა, როცა წიგნის კითხვისას მარტივი გამოსაცნობია ავტორის გენდერი. ეს ამბავი კი სრულიად მეორეხარისხოვანი ხდება სულ რამდენიმე დღის წინ ხელახლა გამოცემული უმნიშვნელოვანესი ქართული რომანის – “ვა, სოფელოს” კითხვისას, რომლის ავტორიც ზაირა არსენიშვილი გახლავთ.

ფართო საზოგადოება არსენიშვილს მწერლად და კინოსცენარისტად იცნობს, მისი უმთავრესი რომანი 2003 წელს გამოიცა, მისი რეპრინტი კი სულ რამდენიმე კვირის წინ, რაც ამ წიგნის თანამედროვეობაზე და იმაზე მეტყველებს, რომ ის მკითხველს უსამართლოდ გამორჩა. წიგნში ამბავი მეოცე საუკუნის 20-50-იან წლებში ვითარდება, კახეთში, კერძოდ კი თელავში, და სამი ქალის თავგადასავალზე მოგვითხრობს, რომელთა ისტორიებიც მთლიანად აისახება და ერთგვარი ლუსტრაციაა იმდროინდელი საქართველოსი.

არსენიშვილს ბრწყინვალე თანმიმდევრობით აქვს აღწერილი დრო, რა ხდებოდა, ვთქვათ, 20-იან წლებში, და რა ხდებოდა 30-იანი წლების შემდეგ. წიგნი ენობრივი სიმდიდრითა და ზომიერად მხატვრული სტილით გამოირჩევა, ასევე ის სავსეა უამრავი სოციალური პრობლემით.

ოსკარ უაილდი – ბროწეულის სახლი


ერთი ასეთი ჩვევა მაქვს, როცა შემოდგომა მოდის, ყოველთვის ოსკარ უაილდის გენიალურ ზღაპარს, “ბროწეულს სახლს” ვკითხულობ. ზოგადად, უაილდი უხდება ამ სეზონს, თითქოს მისი ყველა ნაწარმოები შემოდგომის საკუთრებაა, განსაკუთრებით ეს უკანასკნელი, რომელიც არ არის სტანდარტული ზღაპარი, ბავშვებისთვის განკუთვნილი. ეს სხვა ზღაპარია. უფრო სხვა ასაკისთვის და დროისთვის შესაფერისი, შესაბამისად, აქ მოთხრობილი საოცარი ამბავი, წარმოუდგენლად მაღალი ხარისხის ჰუმანიზმია, ამ ამბავში კი უაილდს ბადალი არ ჰყავს – მისი კითხვისას შეუძლებელია, ადამიანურ მდგომარეობას არ მიენდო და მოვლენებზე არ დაფიქრდე. უაილდი მორალის, ყალბი გრძნობების, ეგოიზმის და ანგარების მამხილებელი ავტორია, რომელიც შესანიშნავად ჩანს მის ბრწყინვალე ზღაპარში – “ბროწეულის სახლი”.

შემოდგომა უაილდის გარეშე უინტერესოა – გაიხსენეთ, ან თუ წაკითხული არ გაქვთ, წაიკითხეთ ეს ზღაპარი, უკმაყოფილო ნამდვილად არ დარჩებით.

ზვიად რატიანი – ნეგატივი

დაბოლოს, რატომღაც პოეზია გადავწყვიტე, თან, თანამედროვეობაში პოეზიამ თითქოს გვერდზე მიიჩოჩა და მისთვის ადგილი აღარ დარჩა. გამოდის რომანები, მოთხრობების კრებულები, მკითხველები დიდი ინტერესით ადევნებენ თვალს მოვლენებს, თუმცა, თითქმის ყოველთვის თვალს მიღმა რჩება პოეტური კრებულები, რაც გულდასაწყვეტი ამბავია.

პოეზიის ადგილი ყოველთვის განსაკუთრებულია, განსაკუთრებით სწორედ შემოდგომაზე. ამიტომ, საქართველოს რესპუბლიკის დახმარებით, ემიგრაციაში გახიზნული პოეტის, ზვიად რატიანის, ჩემი აზრით, ოცდამეერთე საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი პოეტური კრებული “ნეგატივი” უნდა გირჩიოთ. როგორც არსენიშვილის წიგნის, ასევე რატიანის წიგნის რეპრინტი თავისთავად მნიშვნელოვანი ამბავია.

რატიანის ლექსების კრებულში ბევრი ადგილი უკავია შემოდგომას, სიყვარულს, ღალატს, ცხოვრებისეულ გამოცდილებებზე დაკვირვებას, და რაც მთავარია სამშობლოს – სწორედ ამ წიგნშია შესული ეპოქალური ლექსი “ნეგატივი 20 წლის შემდეგ”.

ცოტა ხნით გადადეთ საქმე, ან გამონახეთ ღრიჭო ცხოვრებაში, თავი მიანდეთ პოეზიას და ზოგადად, ლიტერატურას. ეს მთავარი რეკომენდაციაა.

წყარო: at.ge
Facebook Twitter
ამინდი
ახალციხე 24 °C
img
ახალქალაქი 19 °C
img
ასპინძა 28 °C
img
ადიგენი 28 °C
img
ბორჯომი 23 °C
img
თბილისი 25 °C
img
აბასთუმანი 21 °C
img
ბაკურიანი 16 °C
img
ნინოწმინდა 19 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.9171
EUR
EUR
1
2.8804
RUB
RUB
100
2.9145
TRY
TRY
1
0.0827
USD
USD
1
2.6859
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

https://kareasbetbedavabonus.comhttps://dizimat.prohttps://gobahisguncelgiris.comhttps://kareasbetsikayet.comhttps://mainealpacafarms.comhttps://siyahbayrakaynaamir.comboomcrystaltoys.comizmir escortizmir escortistanbul escortistanbul escortdeneme bonusu veren sitelerbetpark girişbetistmarsbahishttps://tarifebilir.comhttps://1kareasbetcasino.comhttps://aspercasinogirisi.orghttps://betbossgirisadresi.comhttps://diziworld.prohttps://forumbahis2.prohttps://guncelcasinositeleri.comhttps://guvenilirpokersiteleri.orghttps://kareasbetuyelik.comBetturkeyMatadorbetbetforward-shart.com1xbet-1xir.comdeneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelercasibom girişDeneme BonusuBets10 GirişEntrümpelung firmamedyamuhabiri.combetturkeybetturkey girişbetturkeybetturkey girişstarzbetstarzbet girişxslotxslot girişxslot güncel girişxslot yeni girişsuperbetinBinance Kayıt Olmaistanbul tabelacıreklam tabelatotem tabelabetkombahiscom twittertipobet yeni giristipobet güncel giriştipobet günceltipobet tvmariobet girişmariobet twittermariobettarafbet giriştarafbet twittertarafbet adressweet bonanza demo oynabetturkey twitterBetnano girişPusulabetbahiscom girişbahiscom twittersuperbetinbetturkeystarzbet girişstarzbet twitterstarzbet girişstarzbet twittercasibombetturkey girişbetturkey twitterparibahiscasibomdeneme bonusu veren sitelercasibombahiscom girişbahiscom twitterstarzbetbetturkeydeneme bonusu veren sitelermarkajtv izleportobetBetnano hacklink al duşakabin fiyatları fethiye escort bayan escort - vip elit escort dizi film izle erotik film izle duşakabin hack forum casibom marsbahis marsbahisgirtr marsbahis matadorbet casibom starzbet mariobetcasibomyouwincasibombettiltbahsegelbetorspinbayspin girişbaywin girişcasibom girişsafirbettümbetpusulabetbetkanyontürk ifşalargrandbettingkalebet7slotsdinamobetcasibomparibahistümbetjojobetbetinedinamobetkavbetBettiltsüperbahis girişhttps://www.elektronikesigaram.com/iqos-ilumaiqosiqosmariobetbetparksuperbetinvozol 12000timeisworth.comCasibom GirişvbetSahabetaviatorbetebet girişvegasslot girişcasibomcasibomhttps://www.iaimu.ac.id/wp-content/js/marsbahisimajbetmatbetjojobetholiganbetsekabetonwinsahabetonwingrandpashabetnakitbahispiabellacasinomeritkingdumanbetparibahisdinamobetgalabetimajbetjojobetjojobetmatbetdinamobetcasibommobilbahisjojobetcasibomtrend topic satın alcasibomBetofficePusulabetFestwin Girişmostbetbetmoongalabethiltonbetparibahisbetsmovebetnanomavibetgoldenbahissalt likitsigara shopbahsegelkavbetbetwoonvevobahisbetparksuperbetinvbetvbetgoldenbahisbetsmovebetsmovebetcupbetcupbahigobahigobetnanoasyabahismavibetjojobetlunabetcasibomjojobetinstagram close accountinstagram close accountsekabetmariobettrbetvdcasinoholiganbetlunabetjojobetdinamobetbahiscomomegle livemobilbahiscasinometropolsahabetjojobetsafirbetmariobetsahabetMarsbahis Girişmeritkingtarafbetparibahis+18 filmvbetparibahisholiganbetbetebetvbetvbetjojobetholiganbetcasibommarsbahismatbetsekabetonwinsahabetgrandpashabetnakitbahismeritkingbahsegelcratosslotkralbetdinamobetbetkanyonbets10marsbahisbets10meritkingimajbetgrandpashabetimajbetbetkomtürk pornoporno sexporno izlebedava pornoSlotellabetvolebets10onwincasibomgrandpashabetMatadorbettruvabetdumanbet girişcasibomtümbetbettiltgrandbettingBetturkey TwitterklasbahiskalebetPerabetholiganbetinterbahisbetticketbaywintarafbetpokerklasyouwinbetpastipobetbetpasbetboobayspinDeneme bonusu veren sitelerlimanbetCasibomkadıköy travestimatadorbetxslotxslotxslottarafbetjojobetqueenbetsekabetmeritkingbetkanyon