აბრეშუმის გზა
ყავა უძილობას არ იწვევს
მატონიზირებელი ეფექტის და ძილის რეჟიმის დარღვევის გამო ითვლება, რომ ყავის დალევა დღის მეორე ნახევარში არ ღირს. თუმცა, ბოლო კვლევებით დადგინდა, რომ დაძინებამდე 4 საათით ადრე მიღებული ყავა ძილის ხარისხზე გავლენას არ ახდენს.

ფლორიდის უნივერსიტეტისა და ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მეცნიერები 5 164 დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ 785 მოხალისეს. მეცნიერები აფიქსირებდნენ კოფეინის, ალკოჰოლისა და ნიკოტინის მოხმარების დონეს. ძილის ხარისხს და საღამოს აქტივობას მეცნიერები სენსორული სამაჯურის საშუალებით აკვირდებოდნენ. მოხალისეებში ძილის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

როდესაც ყურადღება ექცეოდა ყველა გვერდით ფაქტორს, აღმოჩნდა, რომ საღამოს კოფეინის მოხმარება არ მოქმედებდა ძილის ხარისხზე. რისი თქმაც არ შეიძლება სპირტიან სასმელზე, სიგარეტსა და ვეიპებზე. მწეველებს საშუალოდ 42,47 წუთით ნაკლები ეძინათ.
| Print |