დედამიწაზე წელიწადში $400 მლრდ-ის გამოუყენებელი საკვები ფუჭდება
Bloomberg, სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაზე დაყრდნობით სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც მსოფლიო დაახლოებით $400 მილიარდი დოლარის ღირებულების საკვებს კარგავს სანამ ის მაღაზიის დახლზე განთავსდება. როგორც FAO იუწყება, დაკარგული საკვების 14% ცენტრალურ და სამხრეთ აზიაზე, ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაზე მოდის. მიუხედავად იმისა, რომ ეს 2016 წლის მონაცემებია, ბევრი რამ მას შემდეგ არ შეცვლილა. როგორც Bloomberg წერს, ამ მოცულობის დანაკარგის შემცირება უკეთესი ინფრასტრუქტურითა და სამაცივრე მეურნეობებითაა შესაძლებელი.
მაშინ, როდესაც მსოფლიო ჯანსაღ საკვებს ვერ იყენებს, დღეში დედამიწაზე 820 მილიონი ადამიანი შიმშილისგან იტანჯება.
მსოფლიო ლიდერებმა უკვე გასცეს გარკვეული დაპირებები, რომ 2030 წლისთვის საკვების წარმოებაში დანაკარგები აუცილებლად შემცირდება და კომპანიებიც თავის მხრივ ეცდებიან ეფექტიანობის გაზრდას.
“საკვების დაკარგვა დიდ ტვირთად აწვება გარემოს და იმ ბუნებრივ რესურსებს, რომელსაც პირველადი გამოყენებისთვის მოვიხმართ. ეს ნიშნავს, რომ წყლისა და მიწის რესურსი იფლანგება, საწარმოები კი ფაქტობრივად არაფრის გამო აბინძურებენ გარემოს” - აცხადებს გაეროს წარმომადგენელი ქუ დონგი.
ორგანიზაციის ინფორმაციით, რეალიზაციის შემდეგ ხორცპროდუქტების 37% და ხილისა და ბოსტნეულის თითქმის მეხუთედი ასევე ფუჭდება და მისი გამოყენება ვერ ხერხდება.
იფორმაციას bm.ge ავრცელებს.