აბრეშუმის გზა
6 საინტერესო ფილმი ყველაზე ლამაზი წყვილებით
ფილმებში ბევრი კოლორიტული წყვილია, რომლებსაც გინდება, რომ ჰგავდე... ჩვენ შევარჩიეთ ყველაზე ლამაზი, დასამახსოვრებელი და გაბედული წყვილები - საუკეთესო კინოფილმებიდან.

1. დრო

წარმოიდგინეთ სამყარო, სადაც ერთადერთი ვალუტა - დროა. ის თავის წესებს გკარნახობთ. გინდათ ავტობუსით იმგზავროთ? - ეს თქვენი ცხოვრების 2 საათი ღირს. ძვირია, მაგრამ ამ სამყაროში ყველა მუდამ ახალგაზრდაა. ახალგაზრდობაც ფასიანია.
არაორდინარული ისტორია, სადაც ახალგაზრდა და ლამაზ ამანდა სეიფრიდს და ჯასტინ თიმბერლეიქს მოუწევთ სასტიკ სისტემასთან შებრძოლება.

2. რომეო და ჯულიეტა

ყველასათვის ნაცნობი სიუჟეტი თანამედროვე ეპოქაში ვითარდება. ნარკომანები და ქუჩის ავაზაკები შექსპირის სტრიქონებით საუბრობენ - Radiohead-ის საუნდტრეკის ფონზე. ლეონარდო დიკაპრიოსა და კლერ დეინსის ფინალური მონოლოგი კი სულით-ხორცამდე შეგძრავთ...

3. ერთხელ ვეგასში

„ის, რაც იყო ვეგასში, დარჩება ვეგასში!“ ჯოი და ჯეკი მხიარული ღამის შემდეგ „ცოდვების ქალაქში“ იღვიძებენ და საინტერესო ფაქტს აღმოაჩენენ. წინა ღამით მათ დიდი ჯეკ-პოტი მოიგეს და დაქორწინდნენ. ფხიზელი გონებით ორივე იწყებს ფიქრს იმაზე, თუ როგორ მოიშორონ „მეორე ნახევარი“ და მთელი კუში დაიტოვონ ყოველგვარი გაყოფის გარეშე...

4. ჩემი სუპერყოფილი

როგორ იქცევა ქალი, რომელსაც მიატოვებენ? ის ძალიან ბრაზდება... ახლა წარმოიდგინეთ, რომ ეს გოგონა არაჩვეულებრივია. ის ნამდვილი სუპერქალია, რომელსაც ზებუნებრივი ძალები აქვს... შეუდარებელი უმა თურმანი განახებთ, როგორ უნდა აქციოთ ყოფილი შეყვარებულის ცხოვრება ჯოჯოხეთად.

5. დივერგენტი 3: კედლის მიღმა

თუ კედელი არ მიდის დივერგენტისგან, მაშინ დივერგენტი წავა მისგან! სწორედ ასე მოიქცევიან ტრისი და ფორი. რა ელით ახალგაზრდა მეამბოხეებს? - ამას ფილმში ნახავთ!

6. პარალელური სამყაროები

რა მოხდებოდა, თუ ზეცაში აიხედავდით და სხვა სამყაროს შეამჩნევდით? ადამი მას ყოველდღე ხედავს... მის გალაქტიკაში ყველა პლანეტას ჰყავს ორეული... პარალელურ სამყაროში ადამის მეორე ნახევარი ცხოვრობს...

წყარო:https://marao.ge
| Print |
თეგები: ფილმი / გართობა /