გოგრა, განძი ბავშვის ორგანიზმისათვის - როგორ ავარჩიოთ და როგორ მოვუმზადოთ პატარას (ფოტო/ვიდეო)
13:32 / 26.10.2019
გოგრის სეზონი მოვიდა და აუცილებლად უნდა შეგახსენოთ.
ჩვენს წელთაღრიცხვამდე 5000 წლის წინ შორეულ მექსიკაში მოჰყავდათ და აფასებდნენ ამ მზისფერ ბახჩეულს, რომელსაც თურმე სხვადასხვა სახით ამზადებდენენ ინდიელები - ხარშავდნენ, წვავდნენ, თუშავდნენ და ამზადებდნენ გემრიელ სასარგებლო საკვებს, თესლებისაგან ზეთს ხდიდნენ, სქელი ქერქებს კი ჭურჭელისათვის იყენებდნენ.
ამერიკის აღმოჩენის შემდეგ, ისევე როგორც ბევრი სხვა პროდქუტი, ევროპელებმაც გაიცნეს გოგრა. იცით, რომ გოგრა დედამიწაზე ყველაზე დიდი ბოსტნეულია?!
აშშ-ში ფერმერები ხშირად ეჯიბრებიან ერთმანეთს დიდი ზომის გოგრის მოყვანაში.
რეკორდსმენად დღემდე ითვლება გოგრა, რომელიც 302 კგ-ს იწონის. მებაღე-დეკორატორები და სელექციონერები მცირე ზომის, სხვადასხვა ფორმის გოგრების გამოყვანაზეც ბევრს მუშაობენ.
როგორ ავარჩიოთ გოგრა ბავშვისათვის
გოგრის მრავალი ჯიში არსებობს, თუმცა ძირითადად გავრცელებულია სამი სახეობის გოგრა - ჩვეულებრივი, დიდნაყოფიანი და ჯავზისებრი. ითვლება, ჯავზისებრი გოგრა უფრო მოტკბო და გემრიელია. გაჭრილი გოგრის დათვალიერებისას ყურადღება მიქციეთ მისი რბილობის ფერს. უფრო მკვეთრი ფერის რბილობის მქონე გოგრა, ჩვეულებრივ, უფრო ტკბილია. ფორთოხლისფერი რბილობის მქონე გოგრა უფრო მაგარია. გოგრის არჩევისას დააჭირეთ ხელი მის კანს. თუ კანი რბილია, ის ახალი მოკრეფილი არ არის. დაკაკუნებისას ყრუ ხმა მიგანიშნებთ, რომ გოგრა მწიფეა. ახალმოკრეფილ გოგრას მოტკბო, არომატული სურნელი აქვს. თუ გოგრას გრილ და ბნელ ადგილას შეინახავთ, ის რამდენიმე თვეს შეინახება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.