კულინარიული შოუ
გოგრა, განძი ბავშვის ორგანიზმისათვის - როგორ ავარჩიოთ და როგორ მოვუმზადოთ პატარას (ფოტო/ვიდეო)
გოგრის სეზონი მოვიდა და აუცილებლად უნდა შეგახსენოთ.

ჩვენს წელთაღრიცხვამდე 5000 წლის წინ შორეულ მექსიკაში მოჰყავდათ და აფასებდნენ ამ მზისფერ ბახჩეულს, რომელსაც თურმე სხვადასხვა სახით ამზადებდენენ ინდიელები - ხარშავდნენ, წვავდნენ, თუშავდნენ და ამზადებდნენ გემრიელ სასარგებლო საკვებს, თესლებისაგან ზეთს ხდიდნენ, სქელი ქერქებს კი ჭურჭელისათვის იყენებდნენ.

ამერიკის აღმოჩენის შემდეგ, ისევე როგორც ბევრი სხვა პროდქუტი, ევროპელებმაც გაიცნეს გოგრა.
იცით, რომ გოგრა დედამიწაზე ყველაზე დიდი ბოსტნეულია?!

აშშ-ში ფერმერები ხშირად ეჯიბრებიან ერთმანეთს დიდი ზომის გოგრის მოყვანაში.

რეკორდსმენად დღემდე ითვლება გოგრა, რომელიც 302 კგ-ს იწონის. მებაღე-დეკორატორები და სელექციონერები მცირე ზომის, სხვადასხვა ფორმის გოგრების გამოყვანაზეც ბევრს მუშაობენ.

როგორ ავარჩიოთ გოგრა ბავშვისათვის

გოგრის მრავალი ჯიში არსებობს, თუმცა ძირითადად გავრცელებულია სამი სახეობის გოგრა - ჩვეულებრივი, დიდნაყოფიანი და ჯავზისებრი.
ითვლება, ჯავზისებრი გოგრა უფრო მოტკბო და გემრიელია. გაჭრილი გოგრის დათვალიერებისას ყურადღება მიქციეთ მისი რბილობის ფერს.
უფრო მკვეთრი ფერის რბილობის მქონე გოგრა, ჩვეულებრივ, უფრო ტკბილია. ფორთოხლისფერი რბილობის მქონე გოგრა უფრო მაგარია.
გოგრის არჩევისას დააჭირეთ ხელი მის კანს. თუ კანი რბილია, ის ახალი მოკრეფილი არ არის. დაკაკუნებისას ყრუ ხმა მიგანიშნებთ, რომ გოგრა მწიფეა.
ახალმოკრეფილ გოგრას მოტკბო, არომატული სურნელი აქვს.
თუ გოგრას გრილ და ბნელ ადგილას შეინახავთ, ის რამდენიმე თვეს შეინახება.
| Print |