კულინარიული შოუ
სწრაფად მოსამზადებელი კეფირის ოლადები
ინგრედიენტები: 

  • კეფირი - 250 მლ.
  • კვერცხი - 1 ც.
  • შაქარი - 5 ს/კ
  • მარილი - 1/3
  • სოდა - 0,5 ჩ/კ
  • მცენარეული ზეთი - 3 ს/კ
  • ფქვილი - 3 ჭიქა
  • შაქრის ფხვნილი - 2 ს/კ
მომზადება:
კეფირი, კვერცხი, შაქრი და მარილი კარგად შევურიოთ ერთმანეთს. დავუმატოთ სოდა, 3 ს/კ მცენარეული ზეთი და გაცრილი ფქვილი. მოვზილოთ ცომი. ცომი არ უნდა გვეკრობოდეს ხელზე. გავყოთ მიღებული ცომი 2-3 ნაწილად. თითოეული გავაბრტყელოთ 1 სმ. სისქეზე. ჭიქით ამოვჭრათ რგოლები. შედარებით პატარა ჭიქით კი ამოვჭრათ შუაგულები. გაცხელებულ ტაფაზე დავასხათ ბევრი ზეთი(ტაფაზე დაახლოებით 1 სმ. რომ იყოს). ჩავაწყოთ ოლადები და ორივე მხარეს გამოვაცხოთ საშუალო ცეცხლზე. 

მოაყარეთ შაქრის ფხვნილი დაგემრიელად მიირთვით!

| Print |
თეგები: ოლადები /