აბრეშუმის გზა
ტოპ 5 ტურისტული ადგილი, რომელიც 2019 წელს უნდა ნახოთ
ახალი წელს ყველა ახალ გეგმებსა და მიზნებს სახავს. მათ შორის არის ქალაქები და ქვეყნები, რომლებიც ახალ წელს უნდა მოინახულონ.
არსებობს ადგილები, რომლებიც მუდმივად აქტუალურია და ტურისტული სეზონი არასდროს წყდება. თუმცა პერიოდულად ყურადღების ცენტრში ახალ-ახალი ადგილებიც ექცევა, რომელიც საერთაშორისო ვიზიტორებისთვის საინტერესო ახალი სასტუმროებით, გასართობი ადგილებითა თუ სხვა ღირსშესანიშნაობებით ხდება.
პუერტო რიკო
გასულ წელს პუერტო რიკოს ქარიშხალმა მარიამ სერიოზული ზიანი მიაყენა. თუმცა ეს ის შემთხვევაა, როდესაც ცუდ ამბებშიც კი კარგი უნდა ვეძებოთ, რადგან სტიქიური უბედურების შემდეგ ქალაქი მნიშვნელოვნად განახლდა. სწორედ ამიტომ პუერტო რიკო ახალი წლის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად იქცევა. თან ის კარიბის ზღვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მარტივად მისაღწევი კუნძულია, რადგან აშშ-დან კუნძულზე გადასვლა უვიზოდ ხდება. ამავდროულად, ყოველდღიურად კუნძულზე 100-მდე ავიარეისი ხორციელდება. შესაბამისად, თუ თქვენ ფიქრობთ, რომ დასვენება პალმების ხეებსა და კოქტეილ „პინა კოლადასთან“ ერთად გსურთ, პუერტო რიკო საუკეთესო არჩევანია.


ქვინსლენდი, ავსტრალი

რატომ უნდა თქვათ უარი იმ ადგილზე მოგზაურობაზე, სადაც წლის განმავლობაში საშუალოდ 300 მზიანი დღეა? ამის მიზეზი ნამდვილად არ არსებობს. განსაკუთრებით კი, იმის გათვალისწინებით, რომ ის წყალქვეშა ყვინთვის, სერფინგის და სხვა საინტერესო აქტივობებისთვის საუკეთესო ადგილია. ქვინსლენდი 2019 წელს განსაკუთრებით საინტერესო იმიტომ იქნება, რომ გასულ და არა მხოლოდ გასულ წელს მან მნიშვნელოვანი ურბანული განვითარება განიცადა და ვიზიტორებსაც საინტერესო თავგადასავლებს ჰპირდება. თანამედროვე ხელოვნების, არქიტექტურის, მუსიკისა და მოდის კერად იქცა.

რუანდ

ოდესღაც ომის შედეგად გაჩენილი აღმოსავლეთაფრიკული ქალაქი მდგრადობისა და ეკოტურიზმის მექად იქცა. ვულკანის ნაციონალური პარკი ქალაქის მთავარი სანახაობაა, რომლის ანალოგსაც სხვაგან ვერ ნახავთ. ადგილი ასევე მომხიბვლელია არაერთი პროგრესული ბიზნესით, დამაინტრიგებელი რესტორნითა და ბუტიკის სტილის სასტუმროთი.

კამბოჯა

კამბოჯა გასულ წელს ერთ-ერთი პოპულარული მიმართულება იყო და ასე გაგრძელდება 2019 წელსაც, რადგან საერთაშორისო მოგზაურები აქ ბევრად მეტს ნახავენ, ვიდრე უკვე გაცვეთილ ტურისტულ ადგილებში. თავგადასავლების მაძიებლები აქ აღმოაჩენენ გასაოცარ ჯუნგლებს, შთამბეჭდავ ჩანჩქერებს და სამხრეთის სანაპიროებს.

მატერა, იტალი

კლდით შემორტყმული უძველესი ქალაქი იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შესული. მას ევროპული ქრისტიანული კულტურის საძირკვლად მიიჩნევენ. ბოლო პერიოდში კი ქალაქს გლამურული სასტუმროები და რესტორნები შეემატა. სწორედ ამიტომ ის უფრო გააქტიურდა ტოპ-მიმართულებებს შორის.

წყარო:https://marao.ge
| Print |