აბრეშუმის გზა
13 ხრიკი არყით
კარგ არაყს სასწაულის მოხდენა შეუძლია. ჩვენ მის დალევას არ გირჩევთ. უფრო საინტერესო იდეები გვაქვს.

სამზარეულოში

1. თუ ცომში სადილის კოვზ არაყს დაუმატებთ, ხაჭაპური, ღვეზელი (ბლინი) ფაფუკი, კანი კი დაბრაწული გამოვა. არაყი გამაფხვიერებლის როლს შეასრულებს.

2. თუ მწვადის გაკეთება გაქვთ გადაწყვეტილი, ხორცის მარინადს არაყი დაუმატეთ. მწვადი ნაზი და გემრიელი გამოვა.
3. თუ თევზის წვნიანი მოხარშეთ, ბოლოს დაუმატეთ ნახევარი ჭიქა არაყი, 1-2 ადუღეთ და გამორთეთ. წვნიანის გემო საგრძნობლად გაუმჯობესდება.

მინა

4. ფანჯრები, სარკე და სათვალის მინები წყალგარეული  არყით 1/3 გაწმინდეთ.

ეცადეთ მაცივარში მუდამ გქონდეთ არყის კომპრესი. ნახევარი ჭიქა არაყი შეავსეთ ნახევარი ჭიქა წყლით, გადაიტანეთ წყალგაუმტარ პაკეტში და გაყინეთ. ასეთი კომპრესი გამოგადგებათ დამწვრობის, დაჟეჟილობის დროს.

ბზინვარე თმა

6. შამპუნში შეურიეთ არაყი და ისე დაიბანეთ თმა. თმა უფრო ბზინვარე გაგიხდებათ.

პლასტირის მოხსნა

7. შემხმარ პლასტირს უმტკივნეულოდ მოიხსნით, თუ სპირტში ან არაყში დასველებული ბამბით დაიმუშავებთ.
სამართებელი
8. ერთჯერად სამართებელს სიცოცხლეს გაუხანგრძლივებთ თუ არაყში ჩადებთ, ასე დეზინფექციასაც ჩაუტარებთ და დაჟანგვისგანაც დაიცავთ.

სამკაულებისთვის

9. ჩადეთ არაყში 5 წუთით.

ბინაში

10. რკინის კონსტრუქცია ან ავეჯი არაყში დასველებული ჩვრით გაწმინდეთ.

ფეხსაცმლის მოვლა

11. ფეხსაცმელს უსიამოვნო სუნს მოაშორებთ და მიკრობებსაც გაანადგურებთ, თუ არაყში დასველებული ჩვრით ამოწმინდავთ.
12. ფეხებიდან უსიამოვნო სუნს მოიშორებთ, თუ ძილის წინ და სტუმრად წასვლის წინ ფეხებს არყით დაიმუშავებთ.

ყვავილებისთვის

13. თაიგულს სიცოცხლეს გაუხანგრძლივებთ, თუ წყლიან ვაზაში ჩაის კოვზ შაქარს ჩაყრით და რამდენიმე წვეთ არაყს ჩაასხამთ.

წყარო:https://marao.ge

| Print |