აბრეშუმის გზა
საშიშია თუ არა მწყრის ხორცი ბავშვებისთვის?
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის გახსნის შემდეგ განსაკუთრებით ბევრი კითხვა გაჩნდა, არის თუ არა რეკომენდირებული მათი ხორცის მირთმევა ბავშვებისთვის. განსაკუთრებით ბევრი შეკითხვაა მწყრის ხორცთან დაკავშირებით. ყველამ ვიცით, რამდენად სასარგებლოა მწყრის კვერცხი, მაგრამ რამდენად მიზანშეწონილია მისი ხორცის მირთმევა ბავშვებისთვის? ჩვენს შეკითხვებს პედიატრი, მედიცინის დოქტორი, თამარ ობგაიძე პასუხობს.

– მიზანშეწონილია თუ არა ბავშვისთვის მწყრის ხორცის მირთმევა?

- მწყრის ხორცს არ აქვს უკუჩვენებები, თუ პატარას მისი ინდივიდულური აუტანლობა არ აქვს. ის შეიცავს ყველა შეუცვლელ ამინომჟავას, რომელთა სინთეზი ადამიანის ორგანიზმს არ შეუძლია და ამავდროულად, ამინომჟავები ისეთი შემადგენლობითაა წარმოდგენილი, რაც ბავშვის ორგანიზმის მიერ მათ ათვისებას უწყობს ხელს.

მწყრის ხორცი საკმაოდ კალორიული პროდუქტია – მისი ყოველი 100 გრამი 134 კკალ ენერგიას შეიცავს.
ასევე, დიეტურია და ალერგიული ადამიანებისათვისაც ადვილი ასატანი - მწყრის ხორცი, ისევე როგორც მისი კვერცხი ხომ ოვომუკოიდს შეიცავს, რომელსაც ალერგიის საწინააღმდეგო თვისებები აქვს.
  1. მწყრის ხორცი ბევრ ვიტამინსა და სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, რომლებიც პატარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:
  2. ამ პატარა ფრინველის ხორცში ბევრი A ვიტამინია, რომელიც ბავშვის ზრდა- განვითარებისათვისაა აუცილებელი.
  3. მწყრის ხორცი B ჯგუფის ვიტამინების ნამდვილი საბადოა - ის დიდი რაოდენობით შეიცავს B6, B1, B6 B3, B12 ვიტამინებს.
  4. გაცილებით მეტ D ვიტამინს მაღალი შეიცავს, ვიდრე ქათმისა თუ ინდაურის ხორცი რკინის მაღალი შემცველობის დამსახურებით, მისი მიღება ანემიის პროფილაქტიკისათვისაც მნიშვნელოვანია.
  5. მწყრის ხორცი მდიდარია სპილენძით, კობალტით, მანგანუმით, თუთიით. ეს ნივთიერებები აუცილებლია ორგანიზმში მიმდინარე 300-ზე მეტი ქიმიური რეაქციისათვის, რადგან ისინი ამ რეაქციებისათვის საჭირო ფერმენტული სისტემების ნაწილია.
  6. მწყრის ხორცი დიდი რაოდენობით შეიცავს კალციუმსა და ფოსფორს, რომლებიც ბავშვის ძვლოვანი სისტემის სრულფასოვანი ჩამოყალიბებისათვისაა აუცილებელი.
წყარო:https://www.mshoblebi.ge
| Print |