აბრეშუმის გზა
ტოპ 5 ფილმი, რომლებიც ახალ წლამდე უნდა ნახო!
თრილერი, ჰორორი, დრამა, მისტიკა, ფენტეზი - ალბათ, ძნელია, იპოვო ადამიანი, ვისაც ეს ჟანრები არ უყვარს და ფილმში გადმოცემული დაძაბული ატმოსფერო არ უჩქროლებს გულს.

1. მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში/Murder on the Orient Express

ამერიკული ფილმი დეტექტიური დრამის ჟანრში რეჟისორმა კენეტ ბრანმა გადაიღო. ეს გახლავთ აგატა კრისტის ცნობილი რომანის ახლებური ეკრანიზაცია. მთავარ როლს თავად რეჟისორი კენეტ ბრანი ასრულებს.

ფილმში საუკეთესო მსახიობებია თავმოყრილი:

2. „სიკვდილის ზღვარზე“ (Flatliners)

ეს გახლავთ რეჟისორ ნილს არდენის ფსიქოლოგიური თრილერი. ფილმში მოთხრობილია ხუთი მედიკოსი სტუდენტის ისტორია, რომლებსაც აქვთ იდეა, გაიგონ, არსებობს თუ არა რაიმე სიცოცხლის საზღვრის მიღმა. ისინი წამოიწყებენ ძალიან სახიფათო ექსპერიმენტს: რიგრიგობით აჩერებენ ერთმანეთის გულს მოკლე დროის განმავლობაში, რათა განიცადონ კლინიკური სიკვდილი. - რა არის საზღვრის მიღმა? რა შედეგი მოჰყვება თამამ ექსპერიმენტს? - ამ კითხვებზე პასუხს თავად ფილმში გაიგებთ!

3. „თოვლის კაცი“ (The Snowman)

ბრიტანული კრიმინალური თრილერი ნორვეგიელი მწერლის, იუ ნესბიოს ამავე სახელწოდების ბესტსელერის ეკრანიზაციაა. ფილმში მოვლენები ვითარდება 2004 წელს. დეტექტივი ჰარი ჰოლე ოსლოსში საიდუმლოებით მოცული მკვლელობების სერიას იძიებს. ყველა მკვლელობას დანაშაულის ადგილზე თოვლის კაცის გამოჩენა აკავშირებს. ყველა მსხვერპლი დაოჯახებული ქალია, რომელთაც შვილები ჰყავთ. გამომძიებელი ბევრ მსგავს საქმეს აღმოაჩენს არქივში და მიხვდება, რომ საქმე სერიულ მკვლელთან აქვს.

4. თორი: რაგნაროკი / (Thor: Ragnarok)

ბოროტი ჰელა ლოკთან ერთად დაისახავს გეგმას. სანამ თორი მიხვდება, რომ ისინი რაღაც ცუდის გაკეთებას აპირებენ, ბოროტმოქმედთა გეგმა ამოქმედდება...

5. პატარა ვამპირი“ /The Little Vampire

საჰელოუინო ზღაპარი ცამეტი წლის კეთილ ვამპირზე, სახელად რუდოლფზე, რომლის ოჯახი განადგურების ზღვარზე აღმოჩნდება მას შემდეგ, რაც ვაპირებზე მონადირე მათზე ნადირობას დაიწყებს...
წყარო:https://marao.ge/
| Print |