კულინარიული შოუ
ხის თუ პლასტიკის? სამზარეულოს რომელი საჭრელი დაფაა საუკეთესო?
თუ ერთხელ მაინც შეგიძენიათ საჭრელი დაფა, ალბათ, დაგისვამთ უამრავი კითხვა: რომელი უფრო მოსახერხებელი და უსაფრთხოა ჰიგიენის თვალსაზრისით. ჩვენ ყველა კითხვას გავცემთ პასუხს.

პლასტიკის დაფა


ბოლო დროს გავრცელდა მოსაზრება, რომ პლასტიკის დაფა ყველაზე უსაფრთხო და ჰიგიენურია. ბამბუკისა და ხისგან განსხვავებით, პლასტიკატის გარეცხვა ჭურჭლის გასარეცხ მანქანაშიც შეგიძლიათ. თუმცა, ექსპერიმენტის შედეგად გაირკვა, რომ პლასტიკის დაფაზე არანაკლები ბაქტერია რჩება, ვიდრე ხისაზე. გარდა ამისა, პლასტიკის დაფაზე რჩება ნაკაწრები, რომლის დეზინფექციაც შეუძლებელია. კიდევ ერთი მინუსი ისაა, რომ პლასტიკის დაფის ნაწილაკები საკვებს
შეჰყვება ხოლმე.
ვერდიქტი: საუკეთესო დახასიათება არაა. უმჯობესია, მოაშოროთ სამზარეულოდან პლასტიკის დაფები ან შეიძინოთ უმაღლესი ხარისხის დაფა, რომელიც საკმაოდ ძვირი ღირს.

ბამბუკის დაფა

ეკოლოგიური პროდუქტების მოყვარულები ბამბუკის დაფას ყიდულობენ. ეს ეკოპროდუქტია, რომელიც არ გადის ქიმიურ დამუშავებას. ის ჰიგიენურიცაა.
ვერდიქტი: საუკეთესო ვარიანტია, თუმცა დანების ხშირი გალესვა მოგიწევთ. და, რაც მთავარია, ისეთი დაფა შეარჩიეთ, რომელიც დაწებებული იქნება ისეთი წებოთი, რომელიც ფორმალდეგიდს არ შეიცავს.

ხის დაფა

იაფფასიანი პროდუქტია, რომელსაც იშვიათად აკეთებენ მთლიანი ხის ნაჭრისგან. უფრო მეტად, ნარჩენების გადამუშავებით. კარგი იმითაა, რომ პლატიკისავით სწრაფად არ უჩნდება ნაკაწრები.
ვერდიქტი: იმისათვის, რომ დაიცვათ ხის დაფის ზედაპირი, ხშირად უნდა გადაუსვათ ზეთი (ნებისმიერი). არ გარეცხოთ ჭურჭლის გასარეცხ მანქანაში. დაფა გამოშრობას ვერ მოასწრებს და სწრაფად დასკდება.
წყარო:https://marao.ge/
| Print |