აბრეშუმის გზა
4 ყველაზე ეფექტური გასახდომი სასმელი, რომლის მომზადებასაც ნებისმიერი შეძლებს
მოცემული ინსტრუქცია დაგეხმარებათ მოამზადოთ თქვენთვის ყველაზე მისაღები და იდეალური გასახდომი და იმუნიტეტის ასამაღლებელი სასმელი!
ამ კოქტეილების მეშვეობით თქვენ არა მხოლოდ გათავისუფლდებით ტოქსინებისგან და დაიკლებთ წონაში, არამედ მიიღებთ უამრავ საჭირო ნივთიერებასა და მინერალს.

აი, დეტოქსის კოქტეილის შემადგენლობა:

2 ლიტრი წყალი;

1 დაჭრილი გრეიპფრუტი (შესაძლებელია ჩაანაცვლოთ დიდი ლიმონით);

1 დაჭრილი მანდარინი (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ფორთოხლით);

1 მოზრდილი დაჭრილი კიტრი;

10-20 პიტნის ფოთოლი;

ყინული (გემოვნებით).

როგორ მივიღოთ?

გარეცხეთ ყველა ხილი და კიტრი. დაჭერით. შეურიეთ ყველაფერი ერთად და დააბლენდერეთ, შემდეგ დაასხით წყალი. სურვილისამებრ, შეგიძლიათ დაატკბოთ თაფლით.

მიღებამდე სასმელი უნდა გააცივოთ მაცივარში. გააჩერეთ დაახლოებით 4-6 საათი. სვით შეუზღუდავი რაოდენობით მთელი დღის განმავლობაში.

კიდევ რამდენიმე რეცეპტი:

1. მწვანე ჩაი პიტნითა და ლაიმით

შესანიშნავი კოქტეილი მეტაბოლიზმის დასაჩქარებლად და საჭმლის მონელების მოსაწესრიგებლად. გარდა ამისა, ხსნის თავის ტკივილს და აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის პრობლემებს.

2. მარწყვისა და კივის კოქტეილი
გარდა დეტოქსიკაციისა, ეს კოქტეილი შესანიშნავი პროფილაქტიკაა გულ-სისხლძარღვებისთვის, იცავს იმუნურ სისტემას და სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს.

3. ლიმონის, ლაიმისა და კიტრის წვენი
ეხმარება ორგანიზმში წყლის ბალანსის შენარჩუნებას, ხსნის მუცლის შებერილობას, არეგულირებს მადას, ხელს უწყობს საჭმლის მონელებას.

4. ლიმონის, ლაიმისა და ფორთოხლის წვენი
C ვიტამინის შესანიშნავი წყარო, რომელიც იცავს იმუნურ სისტემას, ამცირებს გულძმარვას. უმჯობესია, თუკი ეს სასმელი ოთახის ტემპერატურის იქნება.
წყარო:https://marao.ge
| Print |