კულინარიული შოუ
განსხვავებულად შემწვარი გოგრა

ინგრედიენტები

  • გოგრა
  • წიწაკების ნარევი
  • პროვანსული სუნელი
  • ზღვის მარილი, მსხვილი
  • ზეითუნის ზეთი - 2-3 ს/კ

მომზადების წესები
გაფცქვენით გოგრა და გაასუფთავეთ თესლისგან.
დაჭერით დაახლოებით 1,5-1,8 სმ კუბიკებად.
დაალაგეთ მჭირდოდ პერგამენტ ან ფოლგადაფენილი ღუმელის ფირფიტაზე.
წაუსვით ფუნჯით ზეითუნის ზეთი. მოაყარეთ წიწაკებისა და პროვანსული ბალახების ნარევი, მარილი.
აცხვეთ 180 გრადუსზე დაახლოებით ნახევარი საათი.
გემრიელად მიირთვით.

წყარო:https://gemrielia.ge/






| Print |
თეგები: გართობა / გოგრა /