აბრეშუმის გზა
როგორი მამაკაცი შეგეფერებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?
როგორ მამაკაცთან უნდა გქონდეთ ურთიერთობა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.

1.ვერძი - კეთილი და მომხიბვლელი მამაკაცი

ყველამ ვიცით, რომ მომხიბვლელი ხართ და კეთილი გული გაქვთ. პარტნიორიც სწორედ ისეთი გსურთ, როგორიც თავად ხართ. მაგრამ ასეთ მამაკაცებს იმდენი ძალისხმევა და ენერგია სჭირდებათ, რამდენსაც თქვენ ვერ გასცემთ. და სჯობს ეს აღიაროთ.

2. კურო - მტკიცე და ვნებიანი მამაკაცი

ჯიუტი, ძლიერი და ძალიან ვნებიანი ხართ. პარტნიორისგანაც იმავეს მოელით. მაგრამ ეცადეთ არ შეაშინოთ თქვენი სიძლიერითა და სიჯიუტით.

3. ტყუპი - თავგადასავლების მოყვარული ქარიზმატული მამაკაცი

გიყვართ რისკი და ასეთივე ძლიერი ადამიანის გვერდით გსურთ ყოფნა. თუმცა უმჯობესია, თუ ინტელიგენტის შარმს არ დაკარგავს, რადგან ასე მალე მოგბეზრდებათ.

4. კირჩხიბი - ემოციურად სტაბილური მამაკაცი

მგრძნობიარე ხართ და ყველაზე მეტად გჭირდებათ გამგები, ძლიერი სულის მქონე ადამიანი. იმ მამაკაცებისკენ ისწრაფვით, რომლის გვერდითაც უბრალოდ მშვიდად იგრძნობთ თავს.

5. ლომი - კრეატიული და ჭკვიანი მამაკაცი

ჭკვიან და გამომგონებელ მამაკაცს შეიყვარებით, მაგრამ არა ისეთს, რომელიც დაგჩრდილავთ. გჭირდებით ისეთი, რომელიც სწორად შეავსებს თქვენს პიროვნებას.

6. ქალწული - არტისტული და ემოციური მამაკაცი

არტისტი თქვენი ტიპაჟია, მაგრამ ნუ დაუშვებთ იმას, რომ საკუთარ ასისტენტად გაქციოთ, რადგან თქვენ სიყვარული გჭირდებათ.

7. სასწორი - თავდაჯერებული მამაკაცი, რომელიც შარმს ასხივებს

თქვენ თავდაჯერებული, მომხიბვლელი და ჭკვიანი მამაკაცი შეგიყვარდებათ. თუმცა არსებობს იმის ალბათობა, რომ მისმა უწყვეტმა ენერგიამ, შესაძლოა, დაგღალოთ.

8. მორიელი - მამაკაცი, რომელიც თქვენს გვერდით იქნება, მიუხედავად ყველაფრისა

სავსე ხართ ვნებით. ხშირად გეცვლებათ ხასიათი, არასტაბილური ხართ. გჭირდებათ ის, ვინც ამ ყველაფერს გაუძლებს და ნებისმიერი ეყვარებით. თუ მას ეს არ შეუძლია, ის თქვენი ადამიანი არ არის.

9. მშვილდოსანი - ორიგინალურად მოაზროვნე, გონიერი მამაკაცი

თქვენს თამამ გულს გახსნილი და ასეთივე თამამი მამაკაცი სჭირდება.

10. თხის რქა - ერთგული მამაკაცი, რომელიც ყოველთვის გამოიჩენს თანადგომას რთულ დროს

თავდაუზოგავად შრომობთ, ყოველთვის გულწრფელი და დამოუკიდებელი ხართ. ამიტომ ისეთი მამაკაცი გჭირდებათ, რომელიც გვერდში დაგიდგებათ, იქნება ერთგული, თანაც საკმარისად ეყვარებით იმისთვის, რომ თქვენში ყინული გაალღოს.

11. მერწყული - არტისტული, უშიშარი მამაკაცი, რომელმაც ზუსტად იცის რას წარმოადგენს

საერთო ენის გამონახვა ნებისმიერთან შეგიძლიათ, მაგრამ როცა საქმე პარტნიორის შერჩევას ეხება, უპირატესობას ორიგინალურ და თქვენსავით უშიშარ მამაკაცს მიანიჭებდით. მოგწონთ თავდაჯერებული მამაკაცი, რომელიც თქვენს ველურ ბუნებას მოათვინიერებს.

12. თევზები - მამაკაცი, რომელიც ოსტატურად ითავსებს კრეატიულობასა და პრაგმატიზმს

რამდენად მეოცნებეც არ უნდა იყოთ, ყოველთვის სტაბილური და პრაქტიკული მამაკაცები მოგწონთ. მაგრამ ის ასევე გახსნილი უნდა იყოს ახალი, საინტერესო იდეებისა და ფიქრებისთვის.
| Print |