აბრეშუმის გზა
როგორ დავიკლოთ ახალ წლამდე?
წონაში დაკლება დელიკატური და დიდხნიანი პროცესია. მორალური მზაობა, რთული დიეტა და გამთანგველი ვარჯიშები ადვილი არ არის, მაგრამ ხანდახან ისეც ხდება, რომ წონაში დაკლება უცებ გვჭირდება, მაგალითად, ერთ თვეში ან ორ კვირაში.

ბევრი დრო არ დარჩა ახალ წლამდე!

გთავაზობთ ორკვირიან დიეტას, რომელიც ძალიან ეფექტურია და ორგანიზმს ზიანს არ მიაყენებს.

ცილოვანი დიეტა

ამ დიეტის მთავარი დადებითი თვისება - სწრაფი გახდომაა. ცილოვანი საკვები ორგანიზმს საჭირო ენერგიით მთელი დღის მანძილზე მოამარაგებს.

ცილოვანი დიეტა ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო დიეტად მიიჩნევა. მთავარია, დაიცვათ 3 ძირითადი წესი:

მიიღოთ საკმარისი რაოდენობით სითხე - მინიმუმ 2 ლიტრი. შეაშველოთ ვიტამინების და მიკროელემენტების კომპლექსი. მიღებული კალორიები 24 სთ-ში არ უნდა შეადგენდეს 1200-ზე ნაკლებს.

მენიუ:

ორშაბათი

საუზმე: 150 გ უცხიმო ხაჭო, ჩაი ან ყავა (უშაქრო).
ხემსი: 1 ცალი ვაშლი
სადილი: 150 გ მოხარშული ქათმის ფილე, 200 გ წიწიბურა, 1 ნაჭერი დიეტური პური.
სამხარი: 100 გ კეფირი.
ვახშამი: 200 გ თევზი (ორაგული), ბოსტნეულის სალათა.

სამშაბათი

საუზმე: 150 გ მაწონი, ჩაი ან ყავა.
ხემსი: 1 ფორთოხალი.
სადილი: 150 გ ხბოს ხორცი (მოხარშული), მოთუშული ბოსტნეული.
სამხარი: 1 ჭ აირანი.
ვახშამი: 200 გ თევზი (ქაშაყი), 200 გ მოხარშული ბრინჯი.

ოთხშაბათი

საუზმე: 2 ცალი მოხარშული კვერცხი, 1 ნაჭერი დიეტური ძეხვი „საექიმო“. ყავა ან ჩაი.
ხემსი: 1 ცალი ვაშლი ან ფორთოხალი.
სადილი: კრაბის სალათა ბრინჯით.
სამხარი: 150 გ ხაჭო.
ვახშამი: 2 ნაჭერი ყველი, შავი პური, 150 გ სალათა (კომბოსტოს).

ხუთშაბათი

საუზმე: 1 უცხიმო კეფირი, 2 ცალი შვრიის ორცხობილა.
ხემსი: 1 ცალი გრეიპფრუტი.
სადილი: 200 გ საქონლის სოსისი, 200 გ წიწიბურა.
სამხარი: 1 ჭიქა აირანი
ვახშამი: 150 გ ბოსტნეული, 200 გ თევზი.

პარასკევი

საუზმე: 150 გ ხაჭო, ყავა ან ჩაი.
ხემსი: 1 ცალი ვაშლი.
სადილი: 200 გ მოხარშული თევზი, 1 ნაჭერი დიეტური პური.
სამხარი: 100 გ უშაქრო იოგურტი.
ვახშამი: 200 გ მოხარშული ხბოს ხორცი, 150 გ სალათა „შუბა“.

შაბათი

საუზმე: 2 კვერცხის ომლეტი, ჩაი/ყავა.
ხემსი: ნებისმიერი ციტრუსი.
სადილი: მწვანე ლობიო 200 გ, 150 გ ცოცხალი ბოსტნეული.
სამხარი: კეფირი 1 ჭიქა.
ვახშამი: 150 გ თევზი, 100 გ სალათა „ვინიგრეტი“.

კვირა

საუზმე: 150 გ ხაჭო, ჩაი/ყავა.
ხემსი: 1 ვაშლი
სადილი: ბოსტნეულის სუპი, 100 გ მოხარშული ხორცი, 1 ნაჭერი დიეტური პური.
სამხარი: 1 ც ხაჭოს „სიროკი“.
ვახშამი: 200 გ პიურე, თევზი „ქაშაყი“.
| Print |