აბრეშუმის გზა
ფილმები, რომელსაც საახალწლო დღეებში უნდა უყუროთ
CHRISTMAS MAIL - საშობაო წერილი

იდუმალებით მოცული ქალი კრისტი, სანტა კლაუსის წერილების მოპასუხე, ფოსტის კურიერის გულს იპყრობს.

WONDER - საოცრება

ავგუსტი ჩვეულებრივი ბიჭია, რომელსაც უყვარს ვიდეო თამაშები, მის ძაღლთან ერთად სეირნობა, "ვარსკვლავური ომების" ყურება, დაიკოსთან ჩხუბი და შერიგება. მაგრამ ამავე დროს იგი ჩვეულებრივი ბიჭი არაა, მას არასოდეს უვლია სკოლაში. იგი გენეტიკური დეფორმაციით დაიბადა - მას სახე არ აქვს. მან 30 ოპერაცია გადაიტანა და მიუხედავად ამისა, მაინც არ გავს სხვა ბავშვებს. ერთ დღეს კი მას სკოლაში წასვლა მოუწევს. მისი თანატოლები ცუდად ექცევიან, მაგრამ მას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი დაამტკიცოს , რომ გარეგნობას მნიშვნელობა არ აქვს.

HOW THE GRINCH STOLE CHRISTMAS - როგორ მოიპარა გრინჩმა შობა

ქალაქ კტოგრადში ერთი კაცი ცხოვრობდა, სახელად – გრინჩი. თავიდან ბოლომდე მწვანე ფერის დაბანჯგვლული არსება არავის უყვარდა. გრინჩი მთელ სამყაროზე განაწყენებული იყო, ამიტომაც ცხოვრობდა მარტო. მას განსაკუთრებით არ უყვარდა შობის დღესასწაული და ამ დღეს ყოველთვის ცუდი განწყობით ხვდებოდა.


HARRY POTTER  - ჰარი პოტერი

ჰარი პოტერი მთელი ცხოვრება კიბის ქვეშ, დეიდის და ბიძის სახლში ცხოვრობს. მაგრამ მხოლოდ თავის მე-11 დაბადების დღეზე იგებს, რომ ძლევამოსილი ჯადოქარია და ჩარიცხულია ჰოგვარტსის მაგიისა და ჯადოქრობის სკოლაში. კეთილი სკოლის დირექტორის დახმარებით ჰარი მალე გაერკვევა მის ახლადაღმოჩენილ შესაძლებლობებში და თან გაიგებს სიმართლეს მისი მშობლების მკვლელობის შესახებ, რომელიც ბოროტი ჯადოქრის ჩადენილია.

A CHRISTMAS MIRACLE - შობის სასწაული
როდესაც თავისი უფროსი ემას ჟურნალის გარეკანზე დასაბეჭდი ისტორიის იდეას მოპარავს, იგი შობის სასწაულის მოძიებას და მის შესახებ დაწერას თავისი ვაჟისა და სიმპატიური და კრეატიული ფოტოხელოვანის დახმარებით გადაწყვეტს.

ELF - ელფი

უამრავი წლის წინ პატარა ბავშვი სანტა კლაუსის ტომარაში დაიმალა და მასთან ერთად შორეულ ჩრდილოეთ პოლუსზე გაემგზავრა. საცოდავი პატარა ელფების შორის აღმოჩნდა, სადაც ერთერთი მათგანი მას იშვილებს. მას ახალ სახსლს მისცემენ, დღეიდან მას ბადი ჰქვია. წლების შემდეგ ის ეცდება ელფების და პიგმეების ჯადოსნურ სამყაროში გამყარებას და წინ წაწევას. თუმცა არსებობს ერთი პრობლემა – ის ზედმეტად მაღალი და შესამჩნევია, იმისათვის, რომ ნამდვილი ელფი გახდეს.

HOME ALONE - მარტო სახლში

ამერიკული ოჯახი ჩიკაგოდან სამოგზაუროდ ევროპაში მიდის. სიჩქარეში დაბნეულ მშობლებს სახლში ერთ-ერთი შვილი რჩებათ. პატარა ბიჭუნა არ იბნევა და მშვენივრად ართმევს თავს მარტოობას, უფრო მეტიც, სახლში შემოპარულ ქურდებს სიცოცხლეს უმწარებს.
| Print |