აბრეშუმის გზა
შენგენის ქვეყნებში მოგზაურობის წესები იცვლება
საფრანგეთის რესპუბლიკაში შესვლისა და ყოფნის პირობების ცვლილების გამო იცვლება შენგენის ზონაში საქართველოს მოქალქის სამოგზაურო დაზღვევის პირობებიც.

ამიერიდან, მესამე ქვეყნის მოქალაქეებმა, რომლებიც საფრანგეთში გამგზავრების მიზნით გადაკვეთენ შენგენის ზონის ნებისმიერ გარე საზღვარს, სხვა სავალდებულო დოკუმენტებთან ერთად უნდა წარადგინონ მგზავრობის განმავლობაში მოქმედი სამედიცინო დაზღვევა, ფრანგულ ან ინგლისურ ენებზე.

„დაზღვევამ უნდა დაფაროს ყველა სამედიცინო, საავადმყოფო მომსახურების და გარდაცვალების ხარჯები, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას საფრანგეთში ყოფნის განმავლობაში, მათ შორის სამედიცინო გადაყვანის (რეპატრიაციის) ღირებულება მოქალაქეები, რომლებიც ვერ წარადგენენ ამ ტიპის დაზღვევას, შესაძლოა უარი ეთქვათ შენგენის ზონაში შესვლაზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

რეკომენდაციები:
დაბალფასიანი საცხოვრებელი შეგიძლიათ დაჯავშნით Airbnb-ზე. თუ ამ გვერდიდან დარეგისტრირდებით 44 ევროს ფასდაკლებას მიიღებთ.

იაფი ავიაბილეთების საძიებელი საუკეთესო საშუალება: kiwi.com

დაგვიანებული, გადადებული ან გაუქმებული ავიარეისების კომპენსაცია: compensair.com

თუ სასტუმროებს დაეძებთ, მაშინ ეწვიეთ სასტუმროების ფასების საძიებო და შესადარებელ სისტემას: hotelscombined.com
| Print |