აბრეშუმის გზა
სანტა კლაუსი ახალციხეში მოდის
სანტა კლაუსმა ლაპლანდიიდან მოგზაურობა დაიწყო და ახალი წლის ღამეს, თავისი ირმებით, მარხილითა და ელფების თანხლებით საქართველოს ეწვია.
31 დეკემბრიდან 9 იანვრამდე, იგი საქართველოს რეგიონებს შემოივლის და ახალციხესაც ეწვევა.
ბავშვების საყვარელ ზღაპრულ გმირს და მის მეგობარ ელფებს ახალციხელი პატარები ხუთ იანვარს, 14:00 საათზე, ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან შეხვდებიან.
ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ ბავშვებს უამრავი სიურპრიზი და საჩუქრები ელით.
ფოტო: video grab
გააზიარეთ :