გართობა
შერიგება, განშორება, ახალი ურთიერთობები - რა გელით სიყვარულში 2020 წელს
იპოვით თუ არა ახალ სიყვარულს, იქნებ დაშორება და თავისუფლების მოპოვება გელით? იქნება კი 2020 წელი თქვენთვის რომანტიკითა და ვნებით აღსავსე? ამას თქვენი ზოდიაქოს ნიშანი განაპირობებს.

ვერძი - ცვლილებების ქარი ჩამოიქროლებს
შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ურთიერთობაში ვნების ნაპერწკალი გაქრა; თითქოს პარტნიორი აღარ განიჭებთ ისეთ ბედნიერებას, როგორც ადრე. დაელაპარაკეთ პარტნიორს, გაარკვიეთ, გეჩვენებათ თუ მართლა ასეა. თუ სურვილი გექნებათ და მოინდომებთ, გადაარჩენთ ურთიერთობას; თუ არადა, სამყარო ცოტა ხანში ახალ პარტნიორს გამოგიჩენთ.

ხალისი და ენთუზიაზმი ოქტომბერში დაგიბრუნდებათ. საინტერესო ნაცნობობა გელით სტატუსით
თქვენზე მაღალ პიროვნებასთან. 2020 წლის ბოლოს კი მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა ელით.

კურო - ფრთხილად, საფრთხეები!

თუ პარტნიორთან ნამდვილი გრძნობა გაკავშირებთ, გადაარჩინეთ ეს კავშირი; თუ არადა, დაშორებას არაფერი შეაჩერებს. წლის განმავლობაში მოსალოდნელია განწყობის ხშირი ცვლილება. ზოგიერთი ახალ მეგობრებს, ჰობის გაიჩენს. კურო, როგორც ცნობილია, სტაბილურობის მოყვარულია და თუ პარტნიორი ვერ გაუგებს, ურჩევნია, მარტომ და მშვიდად გააგრძელოს ცხოვრება.

ტყუპი - სიყვარულის წელი
უნდა გიხაროდეთ, 2020 წელს "სიყვარული დაფრინავს" და თქვენც - ბედნიერებისგან. თქვენ მიგიზიდავენ ძალაუფლებიანი და ფულიანი ადამიანები. ნუ გგონიათ, რომ სიყვარული თქვენთვის უცხო ხილია. გამოჩნდება ადამიანი, რომელიც შეგიყვარებთ ისეთს, როგორიც ხართ. ეს განსაკუთრებულად ბედნიერი წელი იქნება თქვენთვის, თუ მოინდომებთ, რა თქმა უნდა. იცხოვრეთ და დატკბით სიახლეებით. დაქორწინებულებმა მეტი მზრუნველობა და სიყვარული გამოიჩინეთ თქვენი მეუღლეებისადმი.


კირჩხიბი - ამერიკული მთები

ურთიერთობების მხრივ, მარტივი წელი არ გელით. აღმართს დაღმართი მოჰყვება და პირიქით. ასე გაგრძელდება წლის პირველ ნახევარში. ასეთ მდგომარეობას ყველა ვერ გაუძლებს. ზოგიერთი ურთიერთობა შეიძლება დასრულდეს და ზოგიერთი დიდი ძალისხმევის შედეგად - გადარჩეს. თუმცა, სადარდებელი არაფერია, წინა წლებში უარესი სიტუაციებიც გქონიათ. ზოგიერთს ახალი რომანის დაწყება ელის ან ახალ პარტნიორთან, ან ყოფილთან. ზოგიერთი კი შვილის გაჩენაზე დაფიქრდება.

ლომი - რაღაც სერიოზული, რაღაც სახალისო

ურთიერთობაში სტაბილურობა მოგინდებათ. შეიძლება გარკვეული დაძაბულობა და სირთულე გაჩნდეს პარტნიორთან მიმართებაში ნათესავების პრობლემების გამო, მაგრამ მაინც შეძლებთ, რომ გადაარჩინოთ კავშირი. მარტოხელები, მიუხედავად იმისა, რომ მათ გარშემო უამრავი საინტერესო ადამიანი ტრიალებს, სათავისოს ვერ ამოირჩევენ. გართობასა და ფლირტს უფრო მეტ დროს მიანიჭებენ, მაგრამ დეკემბერში ყველაფერი კარდინალურად შეიცვლება, მოულოდნელი შეხვედრა შეიძლება მოულოდნელად განვითარდეს.
თუ არსებულ კავშირში გარკვეული ბზარი გაჩნდა, ერთად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ და შეეცადეთ, რომ პარტნიორს თავიდან შეაყვაროთ თავი.

ქალწული - გადაწყვეტილების წელი
თქვენ კარგად ხვდებით, რომ არც სიყვარულში და არც ქორწინებაში ყველაფერი ისე არაა, როგორც ზღაპარში, ორივე პარტნიორი უნდა მუშაობდეს ურთიერთობის გადარჩენისთვის. ორი ადამიანის კავშირი მხოლოდ ფიზიკური სიამოვნება არაა. თუ ხვდებით, რომ ოჯახური ცხოვრების მთელი ტვირთი თქვენ დაგაწვათ მხრებზე და პარტნიორს თითის განძრევაც არ უნდა, დროა, დაშორდეთ მას.
2020 წელს მარტოხელები ახალ სიყვარულს გაუღებენ გულის კარს. თქვენთვის მიმზიდველი ადამიანის სულიერება, მისი ინტელექტი და აკურატულობაა.

სასწორი - ინტრიგების წელი

2020 წელი თქვენთვის არასტაბილურობის პერიოდია. ეს ეხება ურთიერთობას, როგორც მეგობრულს, ასევე რომანტიკულს. საყვარელი ადამიანიც და მეგობრებიც თქვენგან უფრო მეტს ითხოვენ. ეცადეთ, ყველას მიანიჭოთ მეტი თავისუფლება და განსაკუთრებით, საყვარელ ადამიანს. ნუ ეცდებით მათზე დომინირებას.
მარტოხელები მეორე ნახევრებს შეხვდებიან და დაწყვილდებიან. 2020 წელი კარგია ფლირტისთვის. თქვენს ცხოვრებაში უჩვეულო ადამიანები გამოჩნდებიან, ზოგიერთის ცხოვრებაში კი ყოფილი დაბრუნდება. გაითვალისწინეთ წარსული შეცდომები, რათა კვლავ არ დაუშვათ ისინი.

მორიელი - თამაში ვნების გარეშე

გრძნობებზე კი არა, პასუხისმგებლობებზე უნდა იყოთ ორიენტირებული. მარტოხელები მეტად თავდაჯერებულები გახდებიან, რომ იპოვიან სათანადო პარტნიორს. ეს შეხვედრა აპრილ-მაისშია მოსალოდნელი. გახსოვდეთ, რომ გარკვეული გამოცდის ჩაბარება მოგიწევთ.
ბედნიერი შეყვარებულები დაქორწინებას გადაწყვეტენ. იყავით სერიოზული და დაკვირვებული, თორემ ბედნიერება გაგიფრინდებათ.

მშვილდოსანი - დროა, პრაქტიკული გახდეთ
აქტიური სოციალური წელი დაგიდგათ, უამრავ წვეულებაზე მოგიწევთ დასწრება. დაფიქრდით, რაში ხარჯავთ თქვენს მიმზიდველობასა და სექსუალურ ენერგიას. ნუ ცხოვრობთ ერთჯერადი ურთიერთობებით. დაწყვილებულებმა კარგად გააანალიზეთ დამოკიდებულება პარტნიორთან. დაფიქრდით, რას ნიშნავს ეს ადამიანი თქვენთვის, რამდენად აფასებთ მას და რაც მთავარია, რამდენად ბედნიერების მომტანია ეს ურთიერთობა თქვენთვის.

თხის რქა - ახალი დასაწყისი
2020 წელი თქვენთვის საინტერესოდ დაიწყო. დიდი ხნის მარტოობის შემდეგ თქვენ შეხვდებით თქვენს სულიერ მეგობარს. ეს წელი რომანტიკული სიურპრიზებით იქნება აღსავსე. გააქტიურდება თქვენი სოციალური ცხოვრება, მეტად იქნებით ჩართული წვეულებებისა და საღამოების მოწყობის ორგანიზებაში. ეცადეთ, ბალანსი დაიცვათ პირად ცხოვრებასა და სამსახურს შორის. თუ თქვენი რომანი ახლახან დასრულდა, ეს წელი ძალების მოსაკრებად გამოიყენეთ.

მერწყული - დროა, გაიზარდოთ

პირად ცხოვრებაში ცვლილება გელით. შეხვდებით ისეთ ადამიანს, ვის გვერდითაც ყოველი დღის გატარება მოგინდებათ. თუ ცოტა ხნის წინ დაშორდით საყვარელ ადამიანს, დაფიქრდით, რა მიზეზი გქონდათ მარტოდ დარჩენის. გააანალიზეთ სიტუაცია, რათა ახალ კავშირში იგივე შეცდომები არ დაუშვათ. თქვენი სექსუალური ცხოვრება მეტად აქტიური იქნება წელს.

თევზები - გიყვარდეთ საკუთარი თავი

ზოგიერთები თავისუფლებას მოიპოვებენ და ბედნიერები იქნებიან, ქორწინება კი შეიძლება ღამის კოშმარული სიზმარივით გაიხსენონ. შეყვარებულებმა შეიძლება ეჭვი შეიტანონ პარტნიორში. შეიძლება ის ისეთი არ აღმოჩნდა, როგორიც გეგონათ. წელს მეტი თავისუფლება მოგინდებათ. მოიმატებს სულიერად ზრდის სურვილი.

ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის: დაელოდეთ შესაფერის მომენტს! 

2020 წელი ყველასთვის ბედნიერების მომტანი იქნება. სამყარო ყველას აჩუქებს იმას, რაც სურთ - ამბობენ ასტროლოგები. და არ აქვს მნიშვნელობა, დაწყვილებული ხართ თუ იდეალური პარტნიორის ძიებაში. გახსოვდეთ, თუ სიტუცია ისე არ ვითარდება, როგორც ეს თქვენ გსურდათ, ესე იგი, ეს თქვენი ურთიერთობა არაა და შესაფერის მომენტს უნდა დაელოდოთ.
Facebook Twitter
ამინდი
ახალციხე -4 °C
img
ახალქალაქი -9 °C
img
ასპინძა -1 °C
img
ადიგენი 4 °C
img
ბორჯომი -2 °C
img
თბილისი 4 °C
img
აბასთუმანი -8 °C
img
ბაკურიანი -9 °C
img
ნინოწმინდა -9 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2077
RUB
RUB
100
4.6777
TRY
TRY
1
0.4876
USD
USD
1
2.8877
AMD
AMD
1000
6.0320
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.