აბრეშუმის გზა
2020 წლის პირველი ახალმთვარეობა ახლოვდება - რას მოუტანს ის ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს

 

2020 წლის პირ­ვე­ლი ახალმთვა­რე­ო­ბა მოხ­დე­ბა 25 იან­ვარს, 23:42-ზე. რო­გორც იცით, ახალმთვა­რე­ო­ბა დგე­ბა ორი დიდი მნა­თო­ბის - მზი­სა და მთვა­რის შე­ერ­თე­ბის დროს. წლის პირ­ვე­ლი ახალმთვა­რე­ო­ბა იქ­ნე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლი და შე­იძ­ლე­ბა აგ­ვი­რი­ოს ყვე­ლა და­წყო­ბი­ლი გეგ­მა, სკან­და­ლუ­რიც, მო­ი­მა­ტებს ნერ­ვუ­ლი და­ძა­ბუ­ლო­ბა, გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა, გარ­და ამი­სა, ურა­ნი რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რი­ცაა და არ მო­უნ­დე­ბა კა­ნონის, წეს­რიგს და­მორ­ჩი­ლე­ბა.

შე­იძ­ლე­ბა გარ­თულ­დეს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჩვენს მე­გობ­რებ­თან, კო­ლექ­ტივ­თან (ჯგუ­ფე­ბი, ჰობი), რომ­ლებ­შიც ვართ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი. შე­იძ­ლე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბა და­ი­ძა­ბოს იმ კო­ლექ­ტივ­შიც კი, სა­დაც ახალმთა­ვა­რე­ო­ბამ­დე ყვე­ლა­ფე­რი იდე­ა­ლუ­რად და ჰარ­მო­ნი­უ­ლად იყო. ანუ აქ ჩვე­ნი პი­რა­დი ინ­ტე­რე­სე­ბი კონ­ფლიქ­ტში მო­დის კო­ლექ­ტი­ურ ინ­ტე­რე­სებ­თან. ამ ახალმთვა­რე­ო­ბა­ზე შე­იძ­ლე­ბა გა­აქ­ტი­ურ­დნენ არა­ფორ­მა­ლუ­რი ლი­დე­რე­ბიც.

მო­ე­რი­დეთ სურ­ვი­ლე­ბის ჩა­ფიქ­რე­ბას. რო­გორც წესი, ახალმთვა­რე­ო­ბა­ზე სურ­ვი­ლე­ბის ჩა­ფიქ­რე­ბა, მო­მავ­ლის და­გეგ­მვა კარ­გია, მაგ­რამ ამ­ჯე­რად შე­უ­სა­ბა­მო დროა ამის­თვის. 

ასტროლოგები ამბობენ, რომ ახალმთვა­რე­ო­ბის ენერ­გი­ას ვიგრძნობთ 2-3 დღე. ამი­ტომ, ამ დღე­ებ­შიც მაქ­სი­მა­ლუ­რად ფრთხი­ლე­ბი და დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლე­ბი უნდა ვი­ყოთ.

იმი­სათ­ვის, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად ავი­ცი­ლოთ ყვე­ლა უსი­ა­მოვ­ნო მო­მენ­ტი, სა­ჭი­როა: რჩე­ვა ვკი­თხოთ ასა­კით უფ­როსს, გა­მოც­დილ ადა­მი­ა­ნს. ვი­ყოთ მშვი­დე­ბი, მოვ­თოკთ ემო­ცი­ე­ბი. მე­ტად ვი­ყოთ მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლე­ბი საქ­მე­ე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ზე, არ და­ვარ­ღვოთ წე­სე­ბი, არ შევ­ლა­ხოთ სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის უფ­ლე­ბე­ბი. გა­და­ხე­დეთ სა­მო­მავ­ლო გეგ­მებს, მშვი­დო­ბი­ა­ნად გა­ნი­ხი­ლეთ ისი­ნი პარტნი­ო­რებ­თან.

რას მო­უ­ტანს 25 იან­ვრის ახალმთვა­რე­ო­ბა ზო­დი­ა­ქის თი­თო­ე­ულ ნი­შანს? 

ვერ­ძი - ჩა­მო­ყა­ლიბ­დით, რა გსურთ მო­მა­ვალ­ში, არ იგუ­ლის­ხმე­ბა კა­რი­ე­რუ­ლი მიღ­წე­ვა, მთა­ვა­რია, რა სურს თქვენს სულს, ში­ნა­გან სამ­ყა­როს, რომ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს მო­მა­ვალ­ში. გა­და­ხე­დეთ გა­რე­მოც­ვას, მე­გობ­რებს, თა­ნა­მო­აზ­რე­ებს. შე­იძ­ლე­ბა შექ­მანთ ახა­ლი ინ­ტე­რეს­თა ჯგუ­ფი, ან გა­წევ­რდეთ ასეთ­ში. ინ­ტერ­ნეტპ­რო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ლე­ბის­თვის კარ­გი პე­რი­ო­დია. აგ­რეთ­ვე, გა­უ­მარ­თლებთ მათ, ვისი პრო­ფე­სი­აც ინ­ტერ­ნეტ და აიტი ტექ­ნო­ლო­გი­ებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

კურო - მთვა­რის ახა­ლი თვე მო­ი­თხოვს, გა­და­ხე­დოთ ძველ საქ­მე­ებს და და­ი­სა­ხოთ სა­მო­მავ­ლო გეგ­მა. თქვე­ნი ბიზ­ნეს­მიზ­ნე­ბი ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ უნდა იყოს ჩა­მო­წე­რი­ლი. კარ­გი შან­სი აქვთ მას, ვი­საც სურს კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ობის მი­ღე­ბა, და­წი­ნა­უ­რე­ბა და კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლა. შან­სი მო­გე­ცე­მათ, გახ­დეთ სა­უ­კე­თე­სო თქვენს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში.

ტყუ­პები - 25 იან­ვრის ახალმთვა­რე­ო­ბა გაძ­ლევთ და­ვა­ლე­ბას, რომ გარ­შე­მო მყო­ფე­ბის­თვის გახ­დეთ ავ­ტო­რი­ტე­ტი თქვე­ნი კარ­გი ქმე­დე­ბით, თქვენს სპე­ცი­ა­ლო­ბა­ში და­იმ­სა­ხუ­როთ ხალ­ხის პა­ტი­ვის­ცე­მა. აგ­რეთ­ვე კარ­გია, სწავ­ლის და­წყე­ბა ან გაგ­რძე­ლე­ბა, კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა, თქვენ­თვის სა­ჭი­რო კურ­სის გავ­ლა. გარ­და ამი­სა, ამ მთვა­რის თვე­ში მარ­ტი­ვად მო­აგ­ვა­რებთ იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხებს. გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ გსურთ სა­ზღვარ­გა­რეთ გამ­გზავ­რე­ბა, ვი­ზის აღე­ბა, ემიგ­რა­ცია და ა.შ. გა­მო­ნა­ხეთ დრო სუ­ლი­ე­რი გან­ვით­რე­ბის­თვის.

კირჩხი­ბი - თქვენ მო­გე­თხო­ვე­ბათ, გა­ერ­კვეთ ფი­ნან­სურ სა­კი­თხებ­ში - კრე­დი­ტებ­სა და გა­და­სა­ხა­დებ­ში, მემ­კვიდ­რე­ო­ბი­სა და სა­და­ზღვე­ვო სა­კი­თხებ­ში. გარ­და ამი­სა, და­ინ­ტე­რეს­დეთ საქ­მი­ა­ნი და სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ო­რე­ბის ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბე­ბი­თაც. სა­სურ­ვე­ლია, ამ მთვა­რის თვე­ში და­ა­ბან­დოთ ფული საქ­მი­ან სფე­რო­ში. რაც სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ უზ­რუნ­ვე­ლად იცხოვ­როთ მუ­შა­ო­ბის გა­რე­შე. ან თუნ­დაც ყუ­ლა­ბა­ში და­ი­წყოთ ფუ­ლის მოგ­რო­ვე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი ბიზ­ნეს თე­მის­თვის. ესეც ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა.

ლომი - მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მთვა­რის თვეა, რად­გან ურ­თი­ერ­თო­ბა უნდა გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოთ თქვენს საქ­მი­ან და სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ო­რებ­თან. უნდა გა­გაფრ­თხი­ლოთ, რომ თქვე­ნი მზე და­ძა­ბულ ას­პექ­ტშია პლა­ნე­ტა ურან­თან (ურა­ნი არის მერ­წყუ­ლის მმარ­თვე­ლი პლა­ნე­ტა, სა­დაც ახალმთვა­რე­ო­ბა დგე­ბა) და ბა­ლან­სის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ძა­ლის­ხმე­ვა დაგ­ჭირ­დე­ბათ. ამი­ტომ, მოთ­მი­ნე­ბით აღი­ჭურ­ვეთ (რამ­დე­ნა­დაც შე­გიძ­ლი­ათ მო­თო­კეთ ემო­ცი­ე­ბი), რათა მშვი­დად გან­ვლოთ ეს რამ­დე­ნი­მე დღე. ეცა­დეთ, მე­ტად გა­ით­ვა­ლი­წი­ნოთ საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის და ბიზ­ნეს პარტნი­ო­რის მო­თხოვ­ნე­ბი. ახალმთვა­რე­ო­ბი­დან ერთი კვი­რის შემ­დეგ და­ი­წყეთ ახა­ლი პარტნი­ო­რე­ბის მო­ძი­ე­ბა საქ­მე­ე­ბის­თვის და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბიც ამ პე­რი­ოდ­ში გა­ა­ფორ­მეთ.

ქალ­წუ­ლი - მეტი ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ ჯან­მრთე­ლო­ბას, სხე­უ­ლის სი­ჯან­სა­ღეს. კარ­გია პრო­ფი­ლაქ­ტი­კა, გა­მა­ჯან­სა­ღე­ბე­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბა. კოს­მე­ტო­ლო­გი­უ­რი სა­კი­თხე­ბიც სარ­გე­ბელს მო­გი­ტანთ. თუმ­ცა, ქალ­წუ­ლის­თვის მა­ინც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სამ­სა­ხუ­რია. პრო­დუქ­ტი­უ­ლი მთვა­რის თვე გე­ლით. აი­მაღ­ლეთ კვა­ლი­ფი­კა­ცია, ჩა­ე­წე­რეთ კურ­სებ­ზე, რაც კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მოგ­ცემთ. ეცა­დეთ, რომ თქვენს გუნდში სხვებ­ზე მე­ტად იყოთ გა­მორ­ჩე­უ­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მით. თუ უფ­რო­სი ხართ, ეცა­დეთ გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა კო­ლე­გებ­თან და სწო­რად გა­და­ა­ნა­წი­ლოთ ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი.

სას­წო­რი - 25 იან­ვრის ახალმთვა­რე­ო­ბა მო­ი­თხოვს თქვენ­გან, რომ გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოთ ურ­თი­ერ­თო­ბა შვი­ლებ­თან, წარ­მა­ტე­ბა ელით მათ, ვინც აწყობს ბავ­შვე­ბის­თვის სი­ურპრი­ზებს, კონ­ცერ­ტებს. სა­კუთ­რი ჰობი და გა­სარ­თო­ბი მეტ სა­სი­ა­მოვ­ნო შე­დეგს მო­გი­ტანთ. და­ეს­წა­რით კონ­ცერტს, თე­ატ­რა­ლურ წარ­მოდ­გე­ნას, პრე­ზენ­ტა­ცი­ას. აგ­რეთ­ვე, მე­ტად უნდა გა­მოავ­ლი­ნოთ თქვე­ნი შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბა, ეცა­დეთ იყოთ ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში. აგ­რეთ­ვე, სა­სურ­ვე­ლია, მეტი სიყ­ვა­რუ­ლი და მზრუნ­ვე­ლო­ბა ჩა­დოთ საყ­ვა­რე­ლ ადა­მი­ა­ნთან მი­მარ­თე­ბა­ში. მო­უმ­ზა­დეთ სი­ურპრი­ზი, სა­ჩუ­ქა­რი. ამით თა­ვად მი­ი­ღებთ სი­ა­მოვ­ნე­ბას და რო­მან­ტი­კულ ურ­თი­ერ­თო­ბა­საც გა­ი­უმ­ჯო­ბე­სებთ.

მო­რი­ე­ლი - გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ ურ­თი­ერ­თო­ბა მშობ­ლებ­თან, ნა­თე­სა­ვებ­თან. ეცა­დეთ, მეტი გა­ი­გოთ სა­კუ­თა­რი წი­ნაპ­რე­ბის, "ფეს­ვე­ბის" შე­სა­ხებ. ეს და­გეხ­მა­რე­ბათ მო­მა­ვალ­ში უფრო მყა­რი ფუნ­და­მენ­ტი შექ­მნათ. ეს მთვა­რის თვე აგ­რეთ­ვე გაძ­ლევთ შანსს, რომ მო­აგ­ვა­როთ (ან და­ი­წყოთ მა­ინც) უძ­რავ ქო­ნე­ბას­თან (ბინა, მი­წის ნაკ­ვე­თი) და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხი. სა­სურ­ვე­ლია, ერ­თად შეკ­რი­ბოთ ნა­თე­სა­ო­ბა. მო­უმ­ზა­დოთ მათ სუფ­რა, თუნ­დაც ტკბი­ლე­უ­ლის და ისა­უბ­როთ წი­ნაპ­რებ­ზე, გა­იხ­სე­ნოთ ისი­ნი. თუ ეს ღო­ნის­ძი­ე­ბა არ გი­ხერ­ხდე­ბათ, ტე­ლე­ფო­ნით მა­ინც შე­ეხ­მი­ა­ნეთ მათ, ნა­თე­სა­ვებთნ ურ­თი­ერ­თო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბით კოს­მი­ურ ძა­ლას, მხარ­და­ჭე­რას გა­იძ­ლი­ე­რებთ.

მშვილ­დო­სა­ნი - 25 იან­ვა­რი­დან გახ­შირ­დე­ბა შეხ­ვედ­რე­ბი, მი­მოს­ვლე­ბი, კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი. ერთი სი­ტყვით, დიდ ინ­ფორ­მა­ცი­ულ ოკე­ა­ნე­ში აღ­მოჩ­ნდე­ბით და ამ დროს უნდა იყოთ ყუ­რა­დღე­ბით, რად­გან ყვე­ლა ადა­მი­ანს ვერ ენ­დო­ბით. რო­გორგ წესი, თქვენ ყვე­ლას­თვის გულ­გახ­სნი­ლი და მიმ­დო­ბი ხართ და ეცა­დეთ, ამ პე­რი­ოდ­ში მა­ინც გა­მიჯ­ნოთ ერ­თმან­თის­გან სან­დო ადა­მი­ა­ნე­ბი და მო­ე­რი­დეთ სა­ეჭ­ვო პი­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას. გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და-ძმებ­თან, მე­ზობ­ლებ­თან. შე­გიძ­ლი­ათ მცი­რე სი­ურპრი­ზიც კი მო­უ­წყოთ მათ, თუნ­დაც კან­ფე­ტით და­ა­სა­ჩუქ­როთ, რათა თქვე­ნი კე­თილ­გან­წყო­ბა და­ა­ნა­ხოთ და მო­მავ­ლის­თვის გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოთ კავ­ში­რი. აგ­რეთ­ვე, კარ­გი დროა რა­ი­მეს სწავ­ლის და­სა­წყე­ბად და მან­ქა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად, რად­გან მთვა­რის ამ თვე­ში ბევ­რი გა­და­ად­გი­ლე­ბა გე­ლით.

თხის რქა - თქვე­ნი ძი­რი­თა­დი და­ვა­ლე­ბაა, მო­აგ­ვა­როთ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სა­კი­თხე­ბი. რო­გორც წესი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ხართ და კარ­გად იცით თქვე­ნი საქ­მე, მაგ­რამ ეცა­დეთ, თქვე­ნი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა მე­ტად მი­მარ­თოთ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე. სამ­სა­ხურ­ში და­ა­ნა­ხეთ კო­ლე­გებს, რომ მცოდ­ნე და შე­უც­ვლე­ლი კად­რი ხართ. ეს მთვა­რის თვე კარ­გია სა­ყიდ­ლე­ბის­თვი­საც. თუმ­ცა, მო­ე­რი­დეთ ახალმთვა­რე­ო­ბა­ზე დაახლოებით, 3 დღე ახა­ლი რა­მის შე­ძე­ნას.

მერ­წყუ­ლი - წლის პირ­ვე­ლი ახალმთვა­რე­ო­ბა თქვენს ნი­შან­ში ხდე­ბა, რაც ნიშ­ნავს, რომ თქვენ­თვის ახა­ლი წლის ციკ­ლი იწყე­ბა, ამ მთვა­რის თვე­ში მეტი დრო უნდა და­უთ­მოთ სა­კუ­თარ თავს. მი­ხე­დეთ სტილს, იმიჯს, გა­რეგ­ნო­ბას. გა­ნა­ახ­ლეთ გარ­დე­რო­ბი. ახალმთვა­რე­ო­ბი­დან 1 კვი­რის შემ­დეგ შე­გიძ­ლი­ათ და­ი­წყოთ ახალ პრო­ექ­ტებ­ზე მუ­შა­ო­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მე­გობ­რე­ბი და კო­ლე­გე­ბი თქვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ამ მთვა­რის თვე­ში მე­ტად უნდა გა­მო­ავ­ლი­ნოთ ლი­დე­რო­ბა. ნუ შე­უ­შინ­დე­ბით სი­ახ­ლე­ებს, ენერ­გია საკ­მა­რი­სი გაქვთ, ჩა­მო­ყა­ლიბ­დით, რა გსურთ და წინ, გა­მარ­ჯვე­ბე­ბის­კენ!

თევ­ზე­ბი - ეს მთვა­რის თვე სა­შუ­ა­ლე­ბას გაძ­ლევთ და­კავ­დეთ იმ საქ­მი­ა­ნო­ბით, რაც სუ­ლი­ერ სი­ა­მოვ­ნე­ბას გა­ნი­ჭებთ. ზო­გი­ერ­თი შე­იძ­ლე­ბა მო­ნასტერ­ში გან­მარ­ტოვ­დეს, წმინ­და, ენერ­გი­უ­ლად ძლი­ე­რი ად­გი­ლე­ბი და ტაძ­რე­ბი მო­ი­ნა­ხუ­ლოს, ან და­სას­ვე­ნე­ბად გა­ემ­გზავ­როს, სა­დაც სიმ­შვი­დე­საც და სუ­ლი­ერ გა­ნათ­ლე­ბა­საც მი­ი­ღებს. აგ­რეთ­ვე, კარ­გია მცი­რე ხნით გან­მარ­ტო­ე­ბა და სა­კუ­თარ თავ­ში ჩაღ­რმა­ვე­ბა, მე­დი­ტა­ცია. კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბა, ვი­დეო და ფოტო გა­და­ღე­ბა. გა­მო­ნა­ხეთ დრო მუ­სი­კი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის­თვის. ზო­გი­ერთს ქველ­მოქ­მე­დე­ბის სურ­ვი­ლი გა­უჩ­ნდე­ბათ. ეს უკა­ნას­კნე­ლი კი კი­დევ უფრო წა­ად­გე­ბა თქვენს კარ­მას.

და ­ბო­ლოს, გახ­სოვ­დეთ, რო­გორც შეხ­ვდე­ბით ახალმთვა­რე­ო­ბას, ისე გა­ივ­ლის მთე­ლი თვე. ამი­ტომ ეცა­დეთ, იყოთ ხა­ლი­სი­ა­ნი, კე­თი­ლი, მად­ლი­ე­რი, საქ­მე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი.

| Print |