აბრეშუმის გზა
კოცნის თავისებურებები
სადაც არ უნდა მოგზაურობდეთ, მისალმებისას ქვეყნის ეტიკეტი, სოციალური ცხოვრების წესი, ფორმალურობის ხარისხი და სქესი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორებია. პარადოქსულია, მაგრამლოყაზე კოცნის მისალმების ეტიკეტში ,,ნამდვილი“ კოცნა არ იგულისხმება, თუ რა თქმა უნდა ძალიან ახლო მეგობარს არ ხვდებით.

მხოლოდ ერთი კოცნა

ბელგიაში შეხვედრისას ერთმანეთს მხოლოდ ერთხელ კოცნიან, მათ შორის მამაკაცებიც. ხელის ჩამორთმევა აქ ზედმეტ ფორმალურ ჟესტად მიიჩნევა, ამიტომ მხოლოდ საქმიანი შეხვედრისას შეიძლება გამოიყენოთ.
არგენტინა და ურუგვაი ის ადგილებია, სადაც ერთმანეთს ლოყაზე კოცნით ეგებებიან.
საქართველოც ერთი კოცნის ქვეყანაა.
კოლუმბიაში, ეკვადორში, ჩილეში, პერუსა და ფილიპინებში ნაცნობ ქალებს ერთი კოცნით მიესალმეთ, მამაკაცებს კი ხელი ჩამოართვით.
აშშ-სა და კანადაში ქალები ერთმანეთის მისალმებისას ერთხელ მაინც კოცნიან, მამაკაცები კი ხელს ართმევენ.
სამხრეთ აფრიკაში კაცები ახლობელ ქალებს ლოყაზე კოცნით ხვდებიან, უცხოებს ხელს ართმევენ.
თურქეთში ქალებიც და კაცებიც ერთმანეთს კოცნით ესალმებიან.

ორი კოცნა

ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში ერთმანეტს ორჯერ კოცნიან. ყველაზე თვალსაჩინო მაგალითებია იტალია და საფრანგეთი. ამგვარი კულტურის მქონე ქვეყნებში ორი კოცნა არაფორმალური ჟესტია. ამიტომ საქმიან შეხვედრებზე ხელის ჩამორთმევაა საკმარისი.
იტალიაში მისალმებისას ორი კოცნის ეტიკეტი ტრადიციაა, თუმცა ქვეყნის სამხრეთ ნაწილისა და რამდენიმე რეგიონის გარდა კაცები ერთმანეთს ამგვარად არ ესალმებიან.
ესპანეთში მისალმებისას ლოყაზე ორჯერ კოცნიან, კოცნა კი ყოველთვის მარჯვენა ლოყით იწყება.
საბერძნეთი, უნგრეთი, რუმინეთი, ხორვატია, ბოსნია - ის ქვეყნებია, სადაც ნაცნობი ორჯერ უნდა გადაკოცნოთ.
ორი კოცნით ესალმებიან ერთმანეთს ბრაზილიაშიც, თუმცა საფრანგეთის მსგავსად, კოცნების რაოდენობა რეგიონების მიხედვით განსხვავდება.
შუა აღმოსავლეთის ზოგიერთ ქვეყანაშიც ამდაგვარი ეტიკეტია მიღებული, მაგრამ არა საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს შორის.
ისრაელში შეხვედრისას და დამშვიდობებისას ყოველთვის ორჯერ კოცნიან, თანაც სქესის მიუხედავად.
ლიბანში ორი კოცნა ნაცნობებისა და მეგობრებისთვის არის განკუთვნილი, მესამე კი მხოლოდ ნათესავებისა და ოჯახის წევრებისთვის.

,,წმინდა კოცნა“

,,წმინდა კოცნის“ ანუ ,,სამშვიდობო კოცნის“ კონცეფციაბიბლიური წარმომავლობისაა, რომლის კიდევ ერთ სახეობას ფეხზე კოცნას კათოლიკური მესის მიმდინარეობისას დღესაც შეხვდებით. მღვდელმსახურები საკურთხეველს ან წმინდანების ქანდაკებებს ფეხებზე ჰკოცნიან, ყოველ წმინდა ხუთშაბათს კი რომის პაპი ხალხს ფეხს ჰბანს და კოცნის.

სამი კოცნის თავისებურება
შუა აღმოსავლეთსა და აზიაში, ლათინურ ამერიკსა და ევროპაში ოჯახის წევრები, მეგობრები, ნაცნობები ერთმანეთს ლოყაზე კოცნით ესალმებიან, თუმცა კაცები ძირითადად მაინც ხელის ჩამორთმევით შემოიფარგლებიან ხოლმე. 
ეგვიპტეში შეგიძლიათ, კარგ ნაცნობს თავისუფლად აკოცოთ სამჯერ. სამჯერ კოცნის ტრადიცია ყველაზე მეტადსლოვენიაში, მაკედონიაში, ნიდერლანდებში, შვეიცარიასა და რუსეთშია გავრცელებული - ამ უკანასკნელში სამი კოცნა შეგიძლიათ ცახუტებთ დააგვირგვინოთ. სერბები ნაცნობებს ერთხელ, ახლობლებს კი სამჯერ კოცნიან.

ლოყაზე კოცნა
ლოყაზე კოცნის ტრადიციების მხრივ საფრანგეთი მსოფლიოს ყველა ქვეყნისგან გამოირჩევა.
Faire la bise სწორედ ლოყაზე კოცნის ფრანგულ ხელოვნებას ასახავს და მისალმების კულტურაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. პარიზი ის ქალაქია, რომელიც სტერეოტიპულად ყველაზე მეტად ასოცირდება ორჯერ კოცნის ტრადიციასთან, ქვეყნის დანარჩენ რეგიონებში კოცნების რაოდენობა დამაბნეველია და შესაძლოა ხუთიც იყოს. 

კოცნა - არკოცნა?
მისალმებისას კოცნის ეტიკეტი ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, იაპონიასა და სამხრეთ კორეაში ნამდვილად არ გამოგადგებათ. მეტიც, იაპონელ ნაცნობს, რომ ლოყაზე კოცნა დაუპიროთ, ორივე თქვენგანი უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდება. ამ კულტურებში კოცნას მხოლოდ რომანტიკული ხასიათი აქვს. ასეთ ქვეყნებში მისალმებისას დისტანცია დაიცავით და თავის დაკვრით შემოიფარგლეთ.
გერმანიაში ძირითადად მისალმებისას კოცნას თავს არიდებენ - უცხოებს ხელს ართმევენ, მეგობრები ერთმანეთს ჩახუტებით ხვდებიან.
ინდოეთში სახალხოდ, რომ ვინმეს კოცნით შეეგებოთ, გარშემომყოფები საქციელს არ მოგიწონებენ. ბუდისტური და ინდუსური ტრადიციის მქონე კულტურებში ლოყაზე კოცნა უჩვეულოა და არაერთიკურად მიიჩნევა.
მუსლიმური ქვეყნების უმრავლესობაში საპირისპირო სქესის ნაცნობს კოცნით არ უნდა შეხვდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში რისხვას ვერ აიცილებთ.
ირანში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ქალისა და კაცის კოცნა კანონით ისჯება. 
ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში - პოლონეთში, ავსტრიაში, უნგრეთში, სლოვაკეტში, რუნიბეთსა და რუსეთში მისალმებისას შეგიძლიათ ქალს ხელზე ეამბოროთ.

საბჭოთა კოცნა
ძმური სოციალისტური კოცნა ხშირად შემოიფარგლებოდა ლოყით, მაგრამ როცა კომუნისტური უტოპიის ენთუზიაზმმა იკლო, ოფიციალურ კოცნებს; მეტი ვნება შეემატა. მიხეილ გორბაჩოვი (რომელიც ფოტოზე ჰონეკერს ესალმება) შესაძლოა სსრკ-ის სათავეში ჩადგომის შემდეგ ახალი ეპოქის ავტორი გახდა, თუმცა საბჭოთა კოცნა ამ ეპოქაშიც უცვლელი დარჩა. მიხეილ გორბაჩოვი (რომელიც ფოტოზე ჰონეკერს ესალმება) შესაძლოა სსრკ-ის სათავეში ჩადგომის შემდეგ ახალი ეპოქის ავტორი გახდა, თუმცა საბჭოთა კოცნა ამ ეპოქაშიც უცვლელი დარჩა.
| Print |