აბრეშუმის გზა
,,5 თებერვლამდე მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინეთ" - მიხეილ ცაგარელი
27 იანვარი - 2 თებერვალი   - ამ პერიოდის განმავლობაში კარგია დასვენება და სულიერი სიმშვიდის მოპოვება. სულიერი პრაქტიკები, მომატებულია მგრძნობელობა. ამიტომ მოერიდეთ ნეგატიურ ინფორმაციებს. კარგ შედეგს მოგიტანთ აბანო, აუზი, ზღვის პროდუქტების კოსმეტიკის გამოყენება. მოერიდეთ ტერფების გადაღლას. 29 იანვრიდან მოიმატებს აქტიურობის, ლიდერობის სურვილი. კარგია სპორტი, ცეკვები, ნებისმიერი ფიზიკური აქტიურობა. უნდა მოვუფრთხილდეთ თავს, არ გაიცივოთ და არ გადატვირთოთ. კარგი პერიოდია საყიდლებისთვის. ნივთები პრაქტიკულობითა და გამოყენების ხანგრძლივი ვადით გაგახარებთ. კარგია კოსმეტოლოგთან ვიზიტი, სახისა და ყელის კანის კვება.

შეგიძლიათ თავს უფლება მისცეთ და გემრიელობები დააგემოვნოთ. უმჯობესდება ემოციური ფონი. სასარგებლოა თევზი და ზღვის პროდუქტები. გაიკეთეთ სახის მკვებავი კრემები, ნიღბები, წარბების კორექცია, თმის შეღებვა. უარი თქვით ტუჩებთან და ყელთან (კისერთან) დაკავშირებულ პროცედურებზე. ეს კვირა მზარდი მთვარის პერიოდია. ადამიანებში იმატებს ოპტიმიზმი, სიცოცხლის ხალისი, ორგანული ქსოვილებიც კი განახლდება. სასარგებლოა: თმის შეჭრა (თუ გსურთ, რომ თმა სწრაფად გაიზარდოს), კანის დატენიანება და კვება. სიფრთხილე გმართებთ წყალთან, წამლებთან და ალკოჰოლთან.

ვერძი
გგონიათ, რომ ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავს და რომანტიკა აღარ არსებობს. კვირის პირველი ნახევარი საოჯახო საქმეების შესრულებას დაუთმეთ, მეორე - მეგობრებთან ერთად გართობას. გამონახეთ დრო და საკუთარ თავზე, გარეგნობაზე იზრუნეთ.
კვირის რჩევა: თავს უფლება მიეცით, ცოტა მეტი დაისვენოთ, მეგობრებთან ერთად გაერთოთ.
კვირის საუკეთესო დღეები: 27, პირველი.

კურო

ოჯახური კრიზისის თავიდან ასაცილებლად მეტი გარჯა მოგიწევთ. სიტუაციას მეუღლის თვალით შეხედეთ. ოთხშაბათს და ხუთშაბათს მოერიდეთ კონფლიქტებს.
კვირის რჩევა: მოიხსენით ვარდისფერი სათვალე. გადაწყვეტილების მიღებისას მეტად თავდაჯერებული უნდა იყოთ.
კვირის საუკეთესო დღეები: 21, 30.

ტყუპი
თქვენი დრო და ენერგია კეთილი საქმეების მოგვარებას დაუთმეთ. თუ არ გსურთ, რომ ცუდი იმიჯი შეგექმნათ, იყავით გულწრფელი. თქვენს მეუღლეს შეიძლება არ მოეწონოს, რომ სხვა მამაკაცების ყურადღებას იქცევთ.
კვირის რჩევა: უქმეებზე რომანტიკული პაემანი მოუწყვეთ საყვარელ ადამიანს.
კვირის საუკეთესო დღეები: 30, 2.

კირჩხიბი
ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას მეუღლესთან. ნუ ეცდებით მტყუან-მართალის გარკვევას. მარტოხელებს კვირის ბოლოს რომანტიკული ნაცნობობა გელით.
კვირის რჩევა: მორალურ დახმარებას ახლობლებისგან მიიღებთ. საყვარელი ადამიანი მზრუნველობით აავსეთ.
კვირის საუკეთესო დღეები: 27, 30.

ლომი
იყავით მეტად მიზანმიმართული. თქვენს რჩევას ყურს დაუგდებენ საყვარელი ადამიანიც და კოლეგებიც. უქმეებზე შინ ნუ გაჩერდებით, მეგობრებთან ერთად გაისეირნეთ. რომანტიკული ნაცნობობა გელით.
კვირის რჩევა: ნუ შეიყვარებთ ადამიანს, ვინც ლამაზი სიტყვებით დაგახვევთ თავბრუს. საყვარელი ადამიანი სინაზით აავსეთ.
კვირის საუკეთესო დღეები: 31, პირველი.

ქალწული
ოჯახური ჰარმონია და სულიერი კომფორტი გელით. ამ კვირაში სანუკვარი სურვილები აგისრულდებათ. მეგობართან ურთიერთობა შეიძლება რომანტიკულში გადაიზარდოს.
კვირის რჩევა: გახსოვდეთ, რომ იდეალური ადამიანები არ არსებობენ. ნუ შეგეშინდებათ ცხოვრების შეცვლის.
კვირის საუკეთესო დღეები: 28, 31.

სასწორი
ნუ გაჩერდებით სახლში, გაიცანით და დაუახლოვდით ადამიანს, რომელიც დიდი ხანია მოგწონთ. მეუღლეს მარტივ თემებზეც არ დაელაპარაკოთ, სანამ ემოციებს არ დაიოკებთ.
კვირის რჩევა: ხანდახან კომპრომისზეც უნდა წახვიდეთ, რომ ურთიერთობაში ჰარმონია შეინარჩუნოთ.
კვირის საუკეთესო დღეები: 28, 2.

მორიელი
სამსახურის საქმეებში ისე იქნებით გადავარდნილი, რომ პირადი ცხოვრებისთვის არ დაგრჩებათ დრო. შუა კვირაში მეუღლე რომანტიკულ ვახშამზე დაპატიჟეთ. დააკვირდით, ყველას სურს თქვენთვის რჩევის მოცემა, მაგრამ ყველა სასარგებლო არ იქნება.
კვირის რჩევა: გრძნობები სიტყვით კი არა, საქმით უნდა დაამტკიცოთ.
კვირის საუკეთესო დღეები: 29, 31.

მშვილდოსანი
მეუღლეს ნუ აეჭვიანებთ, ახლა კამათი არაფერში გარგიათ. მარტოხელები დააკვირდით გარემოცვას. ადამიანი, რომელიც ახლა თქვენ გვერდითაა, შეიძლება თქვენი მეუღლე გახდეს.
კვირის რჩევა: იყავით ყურადღებით საყვარელი ადამიანის მიმართ. ნუ აჩქარდებით არჩევანის გაკეთებისას.
კვირის საუკეთესო დღეები: 28, 20.

თხის რქა
ოჯახში კონფლიქტის მოგვარებას მხოლოდ თქვენ შეძლებთ. მღელვარების გავლის შემდეგ თქვენი მეუღლე მიხვდება, რომ ცოლად ყველაზე ჭკვიანი, კეთილი და მოსიყვარულე ადამიანი ჰყავს.
კვირის რჩევა: გახსოვდეთ, რომ ჩხუბი საყვარელ ადამიანთან ვნებიანი შერიგების მიზეზია. ახალი თაყვანისმცემელი თქვენი დახვეწილი მანერებით უნდა მოხიბლოთ.
კვირის საუკეთესო დღეები: 30, პირველი.

მერწყული
საყვარელ ადამიანთან საერთო ენა უნდა გამონახოთ. ისე ზოგიერთი საკითხის მოგვარება გაგიჭირდებათ. თქვენ გარშემო უამრავი საინტერესო პიროვნება ტრიალებს. ხუთშაბათს რომანტიკული ნაცნობობა გელით.
კვირის რჩევა: საყვარელ ადამიანს გაუკეთეთ საჩუქარი, გააოცეთ.
კვირის საუკეთესო დღეები: პირველი, 2.

თევზები
ხვდებით, რომ ურთიერთობებში ცვლილებები ხდება. დროა, გულახდილად ესაუბროთ მეუღლეს. ოთხშაბათი და შაბათი რომანტიკული დღეებია და გამოიყენეთ ისინი. მსუბუქი ფლირტით დაწყებული კავშირი შეიძლება ძლიერ რომანტიკასა და ვნებაში გადაიზარდოს. მარტოხელებს გამოგიჩნდებათ ისეთი მამაკაცი, რომელზეც ბევრი ქალი ოცნებობს.
კვირის რჩევა: გამოიჩინეთ სითამამე და დაიწყეთ საუბარი პირველმა.
კვირის საუკეთესო დღეები: 29, პირველი.

წყარო: astrologia.ge
| Print |