განათლება
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მეათე პაციენტი გარდაიცვალა

 

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, მეათე პაციენტი გარდაიცვალა.როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, პაციენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდა. ჰოსპიტალის ინფორმაციით, გარდაცვლილი 45 წლის ქალია, რომელიც კლინიკაში 29 მარტს შეიყვანეს. 

"პაციენტს აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები, არტერიული ჰიპერტენზია, უნივერსალური სიმსუქნე. ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია, სადაც ვლინდებოდა ორმხრივი პნევმონია, მრავლობითი ინფილტრაციები ე.წ. „ დაბურული მინის“ ტიპით. მოგვიანებით განვითარდა ორმხრივი სპონტანური სისხლჩაქცევა თხემ-კეფის მიდამოში. მდგომარეობა შეფასდა როგორც კრიტიკული, რის გამოც ის მკურნალობას რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადიოდა. პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში მკურნალობის დღიდან იყო მძიმე, რასაც განაპირობებდა თანხმლები დაავადებები. მკურნალობა მიმდინარეობდა პროტოკოლის მიხედვით. თუმცა ვირუსის შედეგად გამოწვეული სხვადასხვა დაავადებების გართულებით, ექიმების მცდელობის და ძალისხმევის მიუხედავად, დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი", - წერია ჰოსპიტალის ადმინისტრაციის მიერ გავრეცლებულ ინფორმაციაში.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 623 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 288 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 10 გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 4 702 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 459 პირი.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

 

| Print |