გართობა
21 ივნისს მზე დაბნელდება - როგორ იმოქმედებს ზოდიაქოს ნიშნებზე


21 ივნისს მზე კირჩხიბის ნიშანში გადაინაცვლებს, ამავე დღეს გვაქვს მზის დაბნელება კირჩხიბის 1 გრადუსში, დღის 10:41 წთ-ზე, - ამბობს ასტროლოგი ქეთი ოდიშვილი. მისივე თქმით, ეს დაბნელება უფრო მეტად ოჯახში და კომუნიკაციებში ცვლილებების კუთხით გამოვლინდება, შესაძლოა ურთიერთობების დაშლა ან აღდგენა. 

გამწვავდება ადამიანებს შორის ურთიერთბები და ზოგადად ურთიერთგაგების პრობლემა წინ წამოიწევს. მთავარია ამ დროს ემოციური ბალანსის შენარჩუნება.

ნუ ეცდებით ამ დღეებში მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარებას, რადგან ისინი ვერ მოიტანენ საჭირო შედეგს.

კონფლიქტები შესაძლოა იყოს უცნაური სახის, რომელთა უმეტესობა იქნება მოულოდნელი, შესაძლოა ესა თუ ის გაუგებრობა დიდი ხნის გადაწყვეტილიც გეგონოთ, თუმცა სწორედ ისინი გახდებიან დაპირისპირების მიზეზი.

ნუ იქნებით კრიტიკული, სარკასტული, ეცადეთ პირიქით, გააუმჯობესოთ გარშემომყოფთა განწყობა.

ვერძი

საქმიან სფეროში მოსალოდნელია შეფერხებები, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს თქვენი გაღიზიანება. შეინარჩუნეთ სიმშვიდე, ნუ აჰყვებით კონფლიქტებს და ნუ მოახდენთ სხვებზე ზეწოლას.

კურო

შესაძლოა დილემის წინაშე აღმოჩნდეთ, მაგრამ თუ გონივრუად იმოქმედებთ შეძლებთ კომპრომისის საფუძველზე თქვენს ოპონენტთან საერთო ენის გამონახვას და შეთანხმების მიღწევას.

ტყუპები

მოუსმინეთ შინაგან ხმას, მეტი დრო დაუთმეთ თქვენი საქმიანი გეგმების განხილვას, აქცენტები გააკეთეთ სამომავლო მიზნების პრაქტიკულ მხარეზე.

კირჩხიბი

შეამცირეთ აქტიურობის ტემპი, ახლა თქვენი შრომა არ იქნება ადრინდელივით პროდუქტიული, გამოიყენეთ ეს დრო სულიერი პრაქტიკისთვის; ლოცვა, მედიტაცია და სხვა.. პირველ რიგში კი გათავისუფლდით ყოველგვარი ძველისგან.

ლომი

წარმატების ძიებისას, სიჩქარეში შესაძლოა ვერ შენიშნოთ მნიშვნელოვანი დეტალები, რაც თქვენთვის მნიშნელოვანი სიტუაციის გართულებას გამოიწვევს. პირად ურთიერთობებში ნუ იქნებით ზედმეტად ჯიუტი, თქვენი ენერგია მიმართეთ ურთიერთობების დალაგებისკენ.

ქალწული

შესაძლოა საკუთარ შიშებთან გამკლავება დაგჭირდეთ, თქვენი უნდობლობა საკუთარი თავის მიმართ საფრთხეს შეუქმნის თქვენს პროგრესს. იყავით მეტად გაბედული და თავდაჯერებული.

სასწორი


თქვენ მარტივად შეძლებთ თქვენი გონივრული ქმედებით თავი აარიდოთ სხვათა ინტრიგებს. სათქმელი აუცილებლად თქვით, ეს ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია. კარგად დაფიქრდით რას გასცემთ და რას იღებთ სანაცვლოდ.

მორიელი

ნუ იქნებით რადიკალური და ნუ გადავარდებით უკიდურესობაში, მოვლენების დრამატიზება არ იქნება მომგებიანი. თუ ჭკვანურად მოიქცევით ბევრად სასიკეთოდ წარმართავთ ყველა სიტუაციას.

მშვილდოსანი

სჯობს გადადოთ რთული საქმეები და დაისვენოთ. თქვენი ფსიქოემოციური არასტაბილურობა ცუდად აისახება როგორც ურთიერთობაზე ასევე საქმიან სფეროზე.

თხის რქა

მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს და ნუ დაიდანაშაულებთ თავს იმის გამო, რომ ყველაფერი თქვენი გეგმის მიხედვით არ მიდის. განაგრძეთ თქვენი გზა, ნუ შეგაშინებთ ის, თუ ვინ რას იტყვის, კრიზისი მალე გაივლის...

მერწყული

გააქტიურდება სოციალური საკითხები. შეჩერდით და კიდევ ერთხელ დაფიქრდით თუ რამდენად სარგებლიანი და სიკეთის მომტანია თქვენი იდეები.

თევზები

თვალი გაუსწორეთ პრობლემებს და თქვენს წინაშე არსებულ რეალობას, ნუ მოირგებთ სირაქლემას პოზიციას. ჩამოაყალიბეთ პრიორიტეტები და ისე იმოქმედეთ.

Facebook Twitter
პარტნიორი მედიასაშუალებების მასალები
ამინდი
ახალციხე 25 °C
img
ახალქალაქი 21 °C
img
ასპინძა 21 °C
img
ადიგენი 27 °C
img
ბორჯომი 27 °C
img
თბილისი 30 °C
img
აბასთუმანი 22 °C
img
ბაკურიანი 17 °C
img
ნინოწმინდა 21 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
3.4593
RUB
RUB
100
4.3016
TRY
TRY
1
0.4460
USD
USD
1
3.0624
AMD
AMD
1000
6.3256
კალენდარი
«« ივლისი 2020 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.